1 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გიორგი ჩიქოვანი - ყველა ის ბრალდება, რომელიც დღეს გავრცელდა, არის საფუძველს მოკლებული და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას

ყველა ის ბრალდება, რომელიც დღეს გავრცელდა, არის საფუძველს მოკლებული და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი ზოგიერთ მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც „ნამახვანი ჰესის" ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ეხებოდა.

„დღეს მედია საშუალებებში გავრცელდა მორიგი ბრალდება "ნამახვანი ჰესის" პროექტის საწინააღმდეგოდ და გამოქვეყნდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა "ნამახვან ჰესის" მშენებლობა, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულების შესახებ. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშია მოცემული, ასევე ასახულია "ნამახვანის" ხელშეკრულებაში და შესაბამისად, ყველა ის ბრალდება, რომელიც დღეს გავრცელდა, არის საფუძველს მოკლებული და მიზნად იასახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. იუსტიციის სამინისტროს თანხმობის გარეშე ამ ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხდებოდა", - აცხადებს ჩიქოვანი.

ამასთან საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის სახელით, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება, რომლის თანახმადაც „ისეთი კონტრაქტის მომზადება და გაფორმება, როგორიცაა BOO (მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის) ხელშეკრულების პროექტი არაერთ ეტაპს მოიცავს. არამართებულია დღეს გავრცელებული დოკუმენტების სპეკულატიურად, სათანადო კონტექსტის გარეშე აღქმა.

„იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მოამზადა ხელშეკრულების იურიდიულ ასპექტთან დაკავშირებული შენიშვნები, რომელიც არ ეხებოდა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ნაწილს. შენიშვნებთან დაკავშირებით მომზადდა მეორე დოკუმენტი - "შეთანხმების ფურცელი", რომელიც განიხილა მთავრობამ და რომელსაც დაეთანხმა იუსტიციის სამინისტროც. იუსტიციის სამინისტროს საბოლოო თანხმობის და ვიზირების გარეშე მთავრობა ვერ გააფორმებდა საბოლოო ხელშეკრულებას."

ფონდის განცხადების მიხედვით, ნამახვანჰესის ხელშეკრულება პასუხობს ყველა აუცილებელ სტანდარტს და კანონის მოთხოვნას. „ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართულ მხარეებს მოვუწოდებთ გავრცელებული დოკუმენტების გამოყენებით და სპეკულაციით ნუ გააჩენენ საზოგადოებაში მცდარ განცდებს, თითქოსდა რაიმე საიდუმლოსთან ან მხილებასთან გვაქვს საქმე. იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტში შემავალი ყველა სავალდებულო შენიშვნა დადებული ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულ იქნა, ხოლო არასავალდებულო შენიშვნებთან დაკავშირებით სხვადასხვა დასაბუთებაზე მიღებული გადაწყვეტილება დადგა, რაც ასახულია შენიშვნების ფურცელში," - აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...