1 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

2020-2021 წლების სეზონის საკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონი „რუსთავი“ გახდა

რუსთავის გუნდმა საქართველოს ჩემპიონობა 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.

ანატოლი ბოისას მთავარი მწვრთნელობით, რომელსაც ასისტენტობას მიხეილ ბერუაშვილი და ზურა მაჭავარიანი უწევდნენ,  გუნდმა ფინალური სერიის მე-3 მატჩიც მოუგო “ცხუმ-აფხაზეთს” და 2010 წლის შემდეგ, პირველად,  სუპერლიგის ჩემპიონი გახდა.

ჩემპიონობის მომტან მატჩში რუსთაველებს სუპერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა მაიკ დევისმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა. 30 ქულით ბომბარდირი მალი ქუაითი გახდა, ჯილან ვაშინგტონის ანგარიშზე კი 17 ქულა, 6 მოხსნადა 5 პასია ღმოჩნდა. ცხუმ-აფხაზეთში 22 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე. 21 ქულა ჯოშუა მაკფოლმა მიითვალა, ტაილერ გრინის ანგარიშზე კი 17 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა.

 

დაჯილდოების ცერემონიალზე ცნობილი გახდა 2020-2021 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშე – MVP.  ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სუპერლიგის გუნდების მწვრთნელებმა, სპორტულმა ჟურნალისტებმა, სუპერლიგის მსაჯთა კოლეგიამ და კომისრებმა მიიღეს, გაიმარჯვა რუსთავის გუნდის მოთამაშემ, მაიკლ დევისმა.

მაიკლ დევისს MVP-ის თასი გადასცა საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის თავჯდომარემ, ლაშა გამყრელიძემ.

 

სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელი გახდა ანატოლი ბოისა, რომელსაც ცნობილი მწვრთნელის, გიორგი ავალიშვილის სახელობის თასი გადაეცა. ანატოლი ბოისა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქართველიშვილმა დააჯილდოვა.

 

საქართველოს კალაბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა სპონსორმა, კომპანია „აჭარაბეთმა”  სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშისთვის და სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელისთვის დააწესაფულადი პრიზი,თითოეულს გადასცემს 3000 ლარს.

 

 

სუპერლიგის მე-2 ადგილის მფლობელი გახდა საკალათბურთო გუნდი „ცხუმ-აფხაზეთი“, რომელიც ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს ვეტერანმა კალათბურთელებმა – გივი ბიჭიაშვილმა და ვლადიმერ ძიძიგურმა.

 

 

2020-2021 წლების სეზონის სუპერლიგის ჩემპიონი „რუსთავი” ოქროს მედლებით დააჯილდოვეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანმა -გიორგი ქართველიშვილმა და ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.

 

„ვულოცავ სუპერლიგის მონაწილე გუნდებს 2020-2021 წლების სეზონის დასრულებას. სასიხარულოა, რომ პანდემიის მიუხედავად, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევა, რათა წლევანდელი საკალათბურთო სეზონი ჩატარებულიყო.

მივულოცავ სუპერლიგის გამარჯვებულ რუსთავის გუნდს, მის ხელმძღვანელობას და მოთამაშეებს. ასევე, ყველა გულშემატკივარს და სპონსორებს, რომლებიც გვერდში უდგანან ქართულ კალათბურთს. განსაკუთრებით დიდ მადლობას გადავუხდი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურ სპონსორს, კომპანია „აჭარაბეთს“, რომელი ცჩვენი თანამშრომლობის პირველივე დღიდანვეჩაერთო კალათბურთში და მოთამაშეებთან ერთად უამრავი აქტივობა განახორციელა. ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი და დიდი სტიმულია მოთამაშეებისთვის და ჩვენიფედერაციისთვის, მითუფრო რომ წინ უმაღლესი რანგის ღონისძიების, ევრობასკეტ 2022-ის მასპინძლობა გველოდება.

მიუხედავად იმისა, რომ სეზონის განმავლობაში გულშემატკივარი ვერ ესწრებოდა ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს, დასაფასებელია, რომ ჩვენი სპონსორები პანდემიის პირობებშიც უჭერდნენ მხარს ქართულ კალათბურთს და მთლიანადს პორტს. იმედია, გულშემატკივრები დაბრუნდებიან დარბაზებში ეროვნულ ჩემპიონატებზე, რადგან ისინი პანდემიამდეც ძალიან აკლდნენ, როგორც კალათბურთის, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობის შიდა ჩემპიონატებს და მათი მხარდაჭერა მოთამაშეებისთვის დი დიმოტივაციაა.“-განაცხადა საკალათბურთო სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...