1 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი USAID-ისა და RDA- ს საგრანტო პროექტებში მონაწილეობისთვის ფერმერებს თანადაფინანსებას სთავაზობს

19 მაისი, 2021-საქართველოს ბანკი აგრომიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და  „სოფლის განვითარების სააგენტოს“ (RDA) ბენეფიციარებს საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

გამოცხადებული საგრანტო პროექტი განკუთვნილია იმ ფერმერებისთვის, ვისაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით უკვე დაფინანსებული ბიზნეს გეგმისა თუ პროექტის  განხორციელებისთვის ფინანსური თანამონაწილეობა სჭირდებათ. პროექტი ითვალისწინებს ისეთ მიზნობრიობას, როგორიცაა: გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი (შესაძლებელია დაფინანსდეს როგორც დანადგარი, ასევე შენობა-ნაგებობა). პროექტის პირობები მოსავლის შემდეგი კატეგორიებზევრცელდება:

·         კენკროვანი კულტურები;

·         ბაღჩეულიკულტურები (მწვანილი);

·         ხეხილი (კურკოვანი და თესლოვანი ხილი);

·         ბოსტნეული კულტურები;

·         ციტრუსი (მანდარინი);

·         სუფრის ყურძენი;

·         კაკლოვანი კულტურები (გარდა თხილისა).

 

თანადაფინანსების სესხის ოდენობა შეადგენს 20 000 ლარსდა ზევით. ხოლო პერიოდი კი 6 თვიდან 84 თვემდე პერიოდს მოიცავს. გამოცხადებულ საგრანტო პროექტებზე და თანადაფინანსების შესაძლებლობაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთბმულს: https://bit.ly/2Rm5BWj

„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, ხელი შევუწყოთ აგრომიმართულების განვითარებას,  სექტორში დასაქმებულ მეწარმეებს მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შევთავაზოთ. ამჯერად კი გვინდა მხარი დავუჭიროთ ფერმერებს, რომლებიც საკუთარი ბიზნეს გეგმისა თუ პროექტის განხორცილებისთვის თანადაფინანსებას საჭიროებენ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებზე წვდომა ფერმერებისთვის ჯერკიდევ გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, დროული გადაწყვეტილებაა, მივცეთ მათ შესაძლებლობა, მიიღონ მათთვის სასურველი დაფინანსება, რათა კიდევ უფრო განავითარონ ბიზნესი და წვლილი შეიტანონ როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...