1 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სესხი შენთვის - თიბისის ახალი პროდუქტი თვითდასაქმებულებისთვის

სესხი შენთვის - თიბისის ახალი პროდუქტია, რომელიც თვითდასაქმებულებს შესაძლებლობას აძლევს,  მიიღონ სპეციალურად მათზე მორგებული სესხი, გამარტივებული და გაუმჯობესებული პირობებით. 

პროცესის კიდევ უფრო გამარტივებისთვის, თიბისიმ თვითდასაქმებულ პირებს შემოსავლის დადასტურების კიდევ ერთი არხი - ვიდეო ვიზიტი შესთავა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სესხის განაცხადის დაფიქსირება და მისი მიღება ონლაინ რეჟიმში, რამდენიმე წუთში შეუძლია. განაცხადის დაფიქსირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.tbccredit.ge  ან თიბისის ცხელი ხაზის საშუალებით. მომხმარებლებს, რომლებსაც არ სურთ ვიდეო ზარის სერვისით სარგებლობა, თიბისის წარმომადგენლები სამუშაო გარემოში ესტუმრებიან და მათ შემოსავალს ადგილზე შეისწავლიან.

„თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. მნიშვნელოვანია, აქ და ახლა შევქმნათ ისეთი მოქნილი საბანკო პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებზე იქნება მორგებული და დაუზოგავს დროს. სესხი თვითდასაქმებულებისთვის  ზუსტად ასეთი პროდუქტია,“ - გიორგი სალია, თიბისის საცალო ბიზნესის ლიგის ლიდერი.

 

გამარტივებული პირობების სესხის ლიმიტი 15 000 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ თვითდასაქმებული პირის ფინანსური საჭიროება არსებულ ლიმიტს სცდება, მას შესაძლებლობა აქვს, თიბისის ფილიალს ესტუმროს, სადაც საკრედიტო ექსპერტი მის ფინანსურ მდგომარეობას და შემოსავლებს დეტალურად გაანალიზებს და ლიმიტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს.

პროდუქტით სარგებლობისთვის, ასევე დეტალური ინფორმაციისთვის,  მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ვებ-გვერდს -  www.tbccredit.ge  ან დაუკავშირდეს სატელეფონო ცენტრს -  *2727.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...