1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

umlaut - გლობალური საკონსულტაციო კომპანია და მსოფლიო ლიდერი მობილური ქსელების ტესტირებაში, საქართველოში საუკეთესოდ მაგთიკომის ქსელს აღიარებს

 

Best in Test” - ასე აფასებს მაგთიკომის ქსელს დამოუკიდებელი გლობალური  კომპანია umlaut-ი, რომელიც მსოფლიო ლიდერია მობილური ქსელების ტესტირებისა და შეფასების სფეროში. 

umlaut-ის მიერ საქართველოს მობილური ქსელების დამოუკიდებლად ჩატარებულმა ტესტირებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მაგთიკომს ქვეყანაში საუკეთესო ქსელი აქვს.  

მაგთიკომი “Best in Test” - სერტიფიკატი კომპანიას  2021 წლის 12 თებერვალს გადაეცა. 

მაგთიკომის ქსელის საუკეთესოდ აღიარება  2020 წლის დეკემბერში  საქართველოში მაგთიკომისგან დამოუკიდებლად ჩატარებულ  ტესტირებას ეფუძნება. კვლევის არეალი მოიცავდა როგორც დიდ ქალაქებსა და რეგიონებს, ისე მაგისტრალებსა და დამაკავშირებელ გზებს. 

umlaut-მა მაგთიკომის ხმოვანი და ინტერნეტსერვისის ხარისხის ტესტირება სხვადასხვა ტექნოლოგიების მიხედვით (LTE/UMTS/GSM) განახორციელა.  

umlaut-მა ქსელის შეფასება მომსახურების 3 ძირითადი პარამეტრის მიხედვით მოახდინა:

·        Voice - ხმოვანი სერვისის მიმართულებით (გაიზომა დარეკვის დრო, ზარების ხარისხი, ხმის  გარჩევადობა)

·        Data - მობილური ინტერნეტსერვისის მიმართულებით (შეფასდა მონაცემთა გადაცემის სიჩქარე, ხარისხი)

·        crowdsourced quality - შეფასდა სხვადასხვა საერთაშორისო აპლიკაციების მომწოდებლების სერვერებიდან მიღებული მონაცემები. 

მაგთიკომის ქსელი მომსახურების სამივე კატეგორიაში ლიდერობს საქართველოში, საუკეთესო შედეგებს აჩვენებს კონკურენტებთან მიმართებაში, გამოირჩევა ყველაზე მაღალხარისხიანი და სწრაფი მობილური ინტერნეტით და საუკეთესო ხმოვანი სერვისით. 

“ვულოცავ მაგთიკომს მომსახურების ყველა კატეგორიაში ლიდერობას. მან საუკეთესო შედეგები აჩვენა როგორც მობილური ინტერნეტის, ისე ხმოვანი სერვისის და აპლიკაციების მოხმარების ხარისხის (crowdsourced quality)  მიმართულებით.  ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19-ით განპირობებული გამოწვევების პერიოდში“, - აცხადებს  Hakan Ekmen, umlaut-ის გენერალური დირექტორი.

იხილეთ  umlaut-ის კვლევის მონაცემები და საქართველოში მოქმედი ოპერატორების ქსელების შეფასება. 

umlaut- გლობალური, სრული მომსახურების მქონე, კროს-ინდუსტრიული კომპანიაა, რომელიც პროცესის საწყისი ეტაპიდან ბოლო საფეხურამდე მიყვანას უზრუნველყოფს და მომხმარებლებს საკონსულტაციო მომსახურებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს.

50 ქვეყანაში არსებული umlaut-ის 20 საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია, 4300 სპეციალიზირებული ექსპერტი და ინჟინერი  ინოვაციურ გადაწყვეტებს და ტრანსფორმაციებს სთავაზობს სხვადასხვა ინდუსტრიებს. 

 

სერტიფიკატი სრულად იხილეთ

https://www.umlaut.com/en/benchmarking

https://www.magticom.ge/files/202102_Georgia_Mobile_Benchmark_Certificate_umlaut.pdf

www.magticom.ge/umlaut

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:37

    თიბისის ტექსკოლაში 600-მა უფროსკლასელმა ტექნოლოგიე...

    ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...

  • 11:34

    „თეგეტა ჰოლდინგის“ 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...