1 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ევროპაბეთი საკალათბურთო კლუბ ვერას გენერალური სპონსორი გახდა

კოპანია ევროპაბეთის ქართული სპორტის მხარდამჭერი პროექტების სიას კიდევ ერთი, ამჯერად ახალი საკალათბურთო პროექტი შეემატა. ქართული კალათბურთის განვითარებაში კომპანიამ სოლიდური წვლილი 2017 წელსაც შეიტანა, როცა ევროპაბეთი ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების სპონსორი იყო.

ამჯერად, ევროპაბეთი საკალათბურთო კლუბ ვერას გენერალური სპონსორი გახდა. მხარეები მინიმუმ სეზონის ბოლომდე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ - შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ამასთან, ვერას მთავარი მედია პარტნიორი პოპსპორტი იქნება.

ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი)

„ქართული სპორტის მხარდაჭერა ევროპაბეთის ერთ-ერთი მთავარი მისია და პრიორიტეტია. უკვე წლებია, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ფედერაციებთან და კლუბებთან. მიგვაჩნია, რომ ქართულ სპორტში მიმდინარე პროცესებს ხელის შეწყობა და განვითარება სჭირდება. სწორედ ამიტომ, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჭადრაკის, შერეული საბრძოლო ხელოვნებების, სპორტული ნარდის, ასევე უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციებთან და უკვე მესამე წელია, დინამო ბათუმის გენერალური სპონსორები ვართ.

ევროპაბეთი ევროპულ ღირებულებებზე აგებული ორგანიზაციაა, ახალი პარტნიორების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმიც სწორედ ღირებულებების თანხვედრაა. საკალათბურთო კლუბი ვერას შემთხვევაშიც გადამწყვეტი სწორედ ეს ფაქტორი იყო. თანასწორობა, გამჭვირვალობა და მიზნისკენ სწრაფვა ამ შემთხვევაშიც არის ის მთავარი შეხების წერტილები, რომლებმაც ევროპაბეთის და ვერას ურთიერთობა შესაძლებელი გახადა. ვერა სულ 3 წელია არსებობს, ამ პერიოდის განმავლობაში გუნდი მუდამ პროგრესირებს და მიხარია, რომ პროგრესის აქტიური ხელის შემწყობი ევროპაბეთიც გახდება“.

დავით გასიტაშვილი (ვერას დამფუძნებელი)

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ევროპაბეთი კლუბ ვერას პირველი ოფიციალური სპონსორია და იმედი მაქვს, რომ ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. რაც შეეხება კლუბის მიზნებს: 3-წლიანი ისტორიის მქონდე გუნდის შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვის მაღალი მიზნები გვქონდა დასახული და თუკი განვლილი სეზონის შედეგებს გადავხედავთ, კარგად ჩანს, რომ მოკლევადიანი გეგმები მაქსიმალურად არის შესრულებული.

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს: თუკი კლუბის ფინანსური შესაძლებლობა მოგვცემს საშუალებას, რომ მივიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირებზე, ევროთასებზე ასპარეზობის სურვილს აუცილებლად გამოვთქვამთ, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის განვითარებისათვის“.

ვერა ქართულ საკალათბურთო რეალობაში ახალი, ჯერ მხოლოდ 3 წლის კლუბია და ამ მოკლე დროში განვითარების სამაგალითო ტენდენციით გამოირჩეოდა. ვერამ ამ პერიოდში ყველა დასახულ მიზანს მიაღწია და უკვე სუპერლიგაში თამაშობს. ახლახან, კლუბი, რომლის მთავარი მწვრთნელი ლევან ფაცაციაა და რომელშიც საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გივიკო ბაქრაძე თამაშობს, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალურ ტურნირის ფინალშიც გავიდა.

საქართველოს სუპერლიგაში ვერა 10 თამაშის შემდეგ 13 ქულით მე-10 ადგილზეა. ფაცაციას გუნდი სეზონს 7 თებერვალს, ქუთაისთან გასვლითი მატჩით განაახლებს, მომდევნო მატჩს კი 12 თებერვალს, რუსთავთან სტუმრად გამართავს.

საკალათბურთო კლუბ ვერას გარდა ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდის, უძლიერეს მამაკაცთა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციებთან, არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:37

    თიბისის ტექსკოლაში 600-მა უფროსკლასელმა ტექნოლოგიე...

    ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...

  • 11:34

    „თეგეტა ჰოლდინგის“ 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...