1 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია ENKA-ს საგანგებო განცხადება

ENKA საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ნამახვანჰესის  სახით  საქართველოში  800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ახორციელებს. პროექტი საქართველოს ენერგეტიკული სექტორისთვის საკვანძო პროექტს წარმოადგენს.

კომპანიას, ქვემო ნამახვანი ჰესთან მიმართებაში, არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დუკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით და სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს, ასევე “მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის” ნორმებსა და სტანდარტებთან.

კომპანია ENKA-მ  პროექტის დაწყებისთანავე არაერთხელ ჩაატარა შეხვედრები ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი პოზიციის გათვალისწინების მიზნით. ასევე, მუდმივად გამოხატავდა მზაობას ნეგატიურად განწყობილ ჯგუფებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, რომელიც სამწუხაროდ, მათივე რადიკალური პოზიციის გამო, არ შედგა. ეს პოზიცია კიდევ ერთხელ დაფიქსირდა გასული დღეების შეხვედრებისას, სადაც ნათლად გამოიკვეთა, რომ ყოველგვარი კითხვები და აპელირებები უცნობი ექსპერტების მოსაზრებებზე მხოლოდ და მხოლოდ პროექტის შეფერხებისა და გაჩერების საბაბს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, კომპანია კვლავ რჩება ერთგული თავისი პოზიციისა და განცხადებისა, რომ მზადაა ჩაერთოს ნებისმიერ კონსტრუქციულ დიალოგში და მოისმინოს ნებისმიერი შენიშვნა წარდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით.

კომპანიის აღნიშნული მზაობის მიუხედავად, საკითხის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობის და გონივრული ვადით შეჩერების შემდეგაც კი, ENKA-მ დღემდე ვერ შეძლო საქმიანობოს განახლება. შედეგად, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე კვლავაც განთავსებულია მოწინააღმდეგეთა კარვები და სხვადასხვა აქტივისტები აქტიურად ცდილობენ კომპანიის დისკრედიტაციას და პროცესის განახლების ხელშეშლას.

კომპანიას, საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში აღებული აქვს პასუხისმგებლობა, როგორც პროექტის წარმატებით განხორციელებაზე, ასევე 1600 მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმებაზე და სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე. ინვესტორი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება აღებულ ვალდებულებებს და დღემდე პირნათლად აქვს შესრულებული თითოეული მათგანი. სახელმწიფოს კი, თავისმხრივ ეკისრება პასუხისმგებლობა პროექტის დათქმულ ვადებში განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს ინვესტორის უფლებების დაცვა.

შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ სათანადო უწყებებს კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერის მიღებისთვის და მივესალმებით  მათი მხრიდან დაკისრებული მოვალეობის შესრულების ფაქტს.

პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა მიუღებელია, რადგან ეს დაკავშირებულია სოლიდურ მატერიალურ ზიანთან, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის მიმართ ნდობის დაკარგვის რისკზე და სამომავლო იურიდიულ გართულებებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:37

    თიბისის ტექსკოლაში 600-მა უფროსკლასელმა ტექნოლოგიე...

    ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...

  • 11:34

    „თეგეტა ჰოლდინგის“ 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...