სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას, საინვესტიციო პლატფორმაზე 2 ახალი ფუნქციონალი გაგიმარტივებს.
ანალიტიკოსების შეფასება
საინვესტიციო პლატფორმაზე სასურველი კომპანიის ან ფონდის გვერდზე, უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების შეფასებას გაეცნობი. აქ, შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლებით, 3 ტიპის შეფასება დაგხვდება:
რაც უფრო მაღალია აქტივის ყიდვის მხარდამჭერების პროცენტული მაჩვენებელი, მით უფრო პოზიტიური მოლოდინი აქვს უოლ-სტრიტს მოცემულ კომპანიასთან დაკავშირებით. ამის საპირისპიროდ, თუკი ანალიტიკოსების უმრავლესობას ნეიტრალური ან ნეგატიური შეფასება აქვს, მაშინ, ამ კომპანიაში ინვესტირება რეკომენდებული არ არის.
პროგნოზის გაკეთებისას, ანალიტიკოსები კომპანიის ფინანსურ შედეგებს სწავლობენ, სექტორს იკვლევენ, მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს ეცნობიან და საბაზრო ტენდენციებს აკვირდებიან. როგორც წესი, უოლ-სტრიტის პროფესიონალ ანალიტიკოსს უკეთ შეუძლია კომპანიის პოტენციალის შეფასება და პროგნოზის გაკეთება, ვიდრე ჩვეულებრივ ინვესტორს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანალიტიკოსები არ ცდებიან. მართალია, ყოველი ანალიტიკოსის ინტერესია მაქსიმალურად ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა, მომავლის ზედმიწევნით განსაზღვრა შეუძლებელია და ზოგჯერ, საფონდო ბირჟაზე მოვლენები ანალიტიკოსების მოლოდინების საპირისპირო ტენდენციითაც ვითარდება. სწორედ ამიტომ, ინვესტირებისას, ანალიტიკოსების შეფასებასთან ერთად, სხვა ფაქტორები და რისკებიც უნდა გაითვალისწინო.
მოსალოდნელი ფასი
საინვესტიციო პლატფორმაზე, ანალიტიკოსების შეფასების ქვემოთ, ახალი ფანჯარა აქტივის საშუალო მოსალოდნელ ფასს გიჩვენებს, რაც ანალიტიკოსების პროგნოზირებული საშუალო მაჩვენებელია. ანუ, უოლ-სტრიტის პროგნოზით, 1 წლიან პერიოდში, აქტივის ღირებულება სავარაუდოდ სწორედ ამ ფასს მიაღწევს. ფასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთებისას, ანალიტიკოსები ფინანსურ მოდელებს, სტატისტიკურ მონაცემებსა და ტექნიკურ ინდიკატორებს იყენებენ.
მოსალოდნელი ფასი, შესაძლოა, მეტი ან ნაკლები იყოს მიმდინარე ფასზე. მაგალითად, თუ საშუალო მოსალოდნელი ფასი 10%-ით მეტია ამჟამინდელ ფასზე, ეს ნიშნავს, რომ 1 წლიან პერიოდში, ანალიტიკოსები მოცემული კომპანიის აქციების დაახლოებით 10%-იან ზრდას პროგნოზირებენ.
საშუალო ფასთან ერთად, აქტივის მინიმალური და მაქსიმალური მოსალოდნელი ფასებიც დაგხვდება. ყველა ანალიტიკოსს განსხვავებული მოლოდინი აქვს, ეს 2 მაჩვენებელი კი მათ ყველაზე პოზიტიურ და ნეგატიურ პროგნოზებს ასახავს. როგორც წესი, გამართლების ყველაზე მაღალი შანსი საშუალო მოლოდინს აქვს, თუმცა, გაითვალისწინე, რომ ეს გარანტირებული პროგნოზი მაინც არ არის.
თიბისის ციფრულ ბანკში ახალი ფუნქციონალებით, საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო მარტივი გახდა, ამიტომ, არ გადადო, დააბანდე!
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები