სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
SABA Reader-ის განახლებული აპლიკაციით სარგებლობა მკითხველებმა 2019 წლიდან დაიწყეს. Მას შემდეგ აპლიკაციას ათასობით ახალი წიგნი და მკითხველი შემოუერთდა. Გასული 4 წლის განმავლობაში “საბა” მკითხველებს სამი პაკეტის სამ სხვადასხვა ვადას სთავაზობდა, ამ პაკეტების ნაწილი კი მკითხველს მხოლოდ ელექტრონულ წიგნებზე აძლევდა წვდომას. მათ არ ჰქონდათ საშუალება ესარგებლათ ხმოვანი წიგნების ასორტიმენტით. Დროსთან ერთად აპლიკაციის კონტენტი გაიზარდა, განსაკუთრებით იმატა ხმოვანი წიგნებით დაინტერესებამ. Დღესდღეობით “საბას” აპლიკაცია 1000-მდე ხმოვან ბესტსელერს აერთიანებს. 2023 წელს აპლიკაციამ ასევე დაამატა ხელოვნური ინტელექტით გახმოვანებული წიგნებიც, რომელიც ინოვაციური პროდუქტია და მკითხველთა გამოხმაურების პარალელურად ეტაპობრივად იხვეწება.
ხმოვან წიგნებზე დიდი მოთხოვნის გამო “საბას” გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება განეახლებინა აპლიკაციის პაკეტები, გაეთვალისწინებინა მკითხველის სურვილები, მათთვის არჩევანი გაემარტივებინა.
რა პაკეტებს გთავაზობს განახლებული SABA Reader-ი?
Განახლებული პაკეტები 2 სხვადასხვა შეთავაზებას მოიცავს:
Კლასიკი - 2 წიგნიანი პაკეტი - 6.99 ლარი
Პრემიუმი - 4 წიგნიანი პაკეტი - 12.99 ლარი
Რას მოიცავს თითოეული პაკეტი?
Კლასიკი - 2 წიგნიანი პაკეტი:
Გარდა იმისა, რომ აღნიშნული პაკეტის წინა ვერსიისგან განსხვავებით გაორმაგებულია წიგნების კვოტა, ასევე, განახლებული პაკეტის მომხმარებლები შეძლებენ ხმოვანი წიგნების სრულ ასორტიმენტზე წვდომასაც. “Ჯამური კითხვის დრო” და “გადაბმული კითხვის დღეები” კი დაეხმარება მკითხველს თვალი ადევნოს პირად სტატისტიკას და შეეცადოს კითხვა მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს.
Პრემიუმი - 4 წიგნიანი პაკეტი:
Განახლებულ პრემიუმპაკეტში კი მკითხველებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ როგორც სწრაფი კითხვის ფუნქციონალი, ასევე, კომენტარების სინქრონიზაციის/შენახვის ახალი ფუნქცია, რომელსაც მომხმარებელი დიდხანს ელოდა.
Რა ვადითაა შესაძლებელი პაკეტის შეძენა?
Პაკეტები 1 თვის ან 1 წლის ვადით შეგიძლიათ შეიძინოთ. 1 წლით პაკეტის შეძენისას კი აპლიკაცია ავტომატურად გაგიკეთებთ -25%-იან ფასდაკლებას.
Ვინ ისარგებლებს განახლებული პაკეტებით?
Განახლებული პაკეტებით ნებისმიერი მკითხველი შეძლებს სარგებლობას, თუმცა SABA Reader-ის ამჟამინდელ გამომწერებს პაკეტები გაუუმჯობესდებათ წინა პაკეტების ღირებულებით, ისინი ახალი ფასებით მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ სარგებლობას, როცა მათ ამჟამინდელ პაკეტს ვადა ამოეწურება.
თუ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, საბას აპლიკაციით სარგებლობისას დამატებითი კითხვები გაგიჩნდება, შეგიძლია ნებისმიერ დროს მოგვმართო: https://www.facebook.com/saba.com.ge/
Მანამდე კი გადმოწერე აპლიაკცია SABA Reader, დაიწყე უფასო 14 დღიანი საცდელი ვერსიით სარგებლობა და შეარჩიე შენზე მორგებული პაკეტი: https://sabamobile.app.link/Iwvb9pC6Zdb
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები