სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
„ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალის დახმარებით, საქართველოს საფონდი ბირჟაზე 15 მილიონი აშშ დოლარის, 2 წლიანი უზრუნველყოფილი, საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. აღნიშნული ემისია „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტისა“ და თიბისი კაპიტალის პირველი ერთობლივი განთავსებაა.
ობლიგაციების ემისიის წლიური საპროცენტო სარგებელი 9.00%-ით განისაზღვრა.
ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებულ სახსრებს კომპანია არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენებს.
„ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი“ კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) შვილობილი კომპანიაა, რომელიც სვანეთში, სოფელ ლახამში ფლობს და მართავს 2 ჰიდროელექტროსადგურს, ჯამური დადგმული სიმძლავრით 15.9 მგვტ.
„მოხარული ვართ, რომ წარმატებით განხორციელდა 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსება და ინვესტირება ჩვენს პროექტში. მსგავსი შეთავაზებით კომპანიამ საცალო ინვესტორებსაც მისცა საშუალება, რომ საკუთარი სახსრები დააბანდონ დაბალრისკიან ფასიან ქაღალდებში, მიიღონ ფიქსირებული საპროცენტო სარგებელი და, ამავდროულად, წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში. გამოცხადებული ნდობისთვის, თითოეული ინვესტორის მიმართ გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას და ვგრძნობთ დამატებით პასუხისმგებლობას, რათა ჩვენი კომპანია იყოს ფლაგმანი განახლებადი ენერგო რესურსების ათვისების მიმართულებით საუკეთესო სტანდარტების დამკვიდრებაში. ჩვენი ღრმა რწმენით, ასეთი ტიპის თანამშრომლობა და სარგებლის განაწილების ფორმა, ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და ჩვენი ქვეყნის მწვანე ენერგო რესურსების ათვისების ხარჯზე, მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულების შემცირებას“, - გიორგი აბრამიშვილი, „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი.
„მოხარული ვარ, რომ „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტის“ პირველადი ემისიის მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ და კაპიტალის სტრუქტურის გაუმჯობესებაში ვეხმარებით კომპანიას, რომელიც ქვეყანაში - განახლებადი ენერგეტიკული რესურსის ეფექტურად ათვისებას, შედეგად კი, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებასა და იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას უწყობს ხელს. ეს ტრანზაქცია თიბისი კაპიტალისთვის 2023 წელს ობლიგაციების რიგით მე-14 განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრის უპრეცედენტო გააქტიურებას ადასტურებს“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები