სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
ლიბერთისა და Globalize პლატფორმის პარტნიორობის ფარგლებში, 2023 წლის 26 მაისს, ნიუ-იორკში (ა.შ.შ.) ლეგენდარულ Webster Hall-ში, "Globalize NY" კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მიზანი იყო ქართული დიასპორის, ინვესტორების, ტექნოლოგიებით და ინოვაციებით დაინტერესებული მხარეების, დისტრიბუტორების და საქართველოში ბიზნეს ინტერესების მქონე სხვა პარტნიორების ერთმანეთთან დაკავშირება და მათთვის ქართული პროდუქციისთვის ამერიკის ბაზარზე ქართული ბიზნესის და ტექნოლოგიების, ასევე საინვესტიციო და საექსპორტო შესაძლებლობების შეთავაზება.
Globalize აქტიურად მუშაობს ექსპორტის მიმართულებით და ეხმარება ქართველ ექსპორტიორებს ამერიკის ბაზარზე გაფართოებაში. კონფერენციაზე, პოტენციური ინვესტორების წინაშე, ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა თავიანთი იდეები წარადგინეს. კონფერენციის საგამოფენო სივრცეში 30-მდე ქართული ბიზნესის საექსპორტო პროდუქცია იყო წარმოდგენილი.
"ლიბერთი მხარს უჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ქართულ ბიზნესებს შეუწობს ხელს, განავითარონ საკუთარი პროდუქცია და გაზარდონ თავიანთი შესაძლებლობების არეალი. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ ბიზნეს კომპანიებს, საშუალება მიეცათ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კერძოდ ამერიკის ბაზარზეც წარმოაჩინონ თავისი პროდუქცია. ლიბერთისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ყველა ის ქმედითი ნაბიჯი, რომელიც დაგვაახლოებს ჩვენი ბანკის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან - ქართველ ემიგრანტებთან. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ და მუდმივად ვთავაზობთ სასარგებლო და საინტერესო სერვისებს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს. ორმაგად სასიხარულო და სიმბოლურია, რომ ემიგრანტებთან შეხვედრა სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართა“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი
ლიბერთი ბანკის შესახებ:
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები