სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ ხატვის გლობალური კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. „დახატე შენი ოცნების ავტომობილი“ - ამ დევიზით კონკურსში მთელი საქართველოდან 16 წლამდე ასაკის
200-ამდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, სამ ასაკობრივ კატეგორიაში 9 საუკეთესო გამოვლინდა, რომელთა ნამუშევრებს ახლა უკვე საერთაშორისო კონკურსზე, იაპონიაში შეაფასებენ.
7 წლამდე ასაკობრივი კატეგორიიდან გამარჯვებულები არიან: ნია პაპავა, ანამარია ნანავა და ბარბარე მეფარიშვილი. 8-11 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან - მარიამ ჩაჩანიძე, ლიზა კუტალაძე და ქეთევან გაბიდაური, ხოლო 12-15 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან - სოფიო მენაბდე, მარიამ ტალახაძე და ნარგო სანიკიძე.
თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „კონკურსის თითოეული მონაწილის ნახატი ჩვენთვის ძალიან ღირებულია. მეტ მნიშვნელობას ყოველთვის იდეას ვანიჭებთ და არა ტექნიკურად შესრულებას, თუმცა მიხარია, რომ გამარჯვებულ ნამუშევრებში ამჯერადაც ორივე კომპონენტი თანაბრად მაღალ დონეზეა. გვჯერა, რომ ყველა დიდი იდეა ოცნებით იბადება, სწორედ ამიტომ მომავლის ავტომობილის შექმნისათვის ბავშვებს სრული თავისუფლება მივეცით. ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდა მხატვრების ფანტაზიები ტოიოტას ახალი თაობის მოდელების შექმნაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“.
კონკურსის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმში ნახატების გამოფენა მოეწყო და მონაწილეების გართობაზე ანიმატორებმა იზრუნეს. გამარჯვებულებს მათი ინტერესებისა და სურვილების მიხედვით შერჩეული საჩუქრები და სიმბოლური სერტიფიკატები გადაეცათ.
„დახატე შენი ოცნების ავტომობილი“ ტოიოტას გლობალური პროექტია, რომელშიც ყოველწლიურად 79 ქვეყნიდან 830 000-ამდე ბავშვი მონაწილეობს. კონკურსში მონაწილე ბავშვები თავიანთი წარმოსახვისა და მხატვრული უნარ-ჩვევების გამოყენებით ცდილობენ, ფანტაზია ფურცელზე გადმოიტანონ და შექმნან ისეთი ავტომობილი, რომელიც მათი ხედვით გარემოს გააუმჯობესებს და სამყაროში სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები