სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
1948 წელს ფერი პორშემ ოცნება აიხდინა დათავის გუნდთან ერთად შექმნა პირველი Roadster - Porsche 356. სწორედ აქედან იწყებალეგენდარული ბრენდის წარმატების ისტორიაც. 2023 წელს კი სპორტული ავტომობილებისმწარმოებელი 75 წლის იუბილეს აღნიშნავს დაPorsche Vision 357-ის პროექტს წარადგენს. Porsche 357 გამორჩეული სპორტული ავტომობილია, რომელიც 718 Cayman GT4 RS-ის პლატფორმაზეაშექმნილი და 500 ცხენის ძალის სიმძლავრე აქვს.
ოლივერ ბლუმე, Porsche AG-ს აღმასრულებელისაბჭოს თავმჯდომარე: „ჩვენ მუდმივად ვმოგზაურობთ მომავალში, შთაგონების წყაროდ კი კვლავ ბრენდის ისტორია რჩება. პორშეს 75-წლიანი ისტორია - ეს არის პირველობისსურვილისა და ოცნებების ერთობლიობა. ჩვენვ ზეიმობთ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც შთაგონებას საკუთარი ოცნებებიდან იღებს“.
„Driven by Dreams“ - პორშეს 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად სპეციალური გამოფენა მოეწყო. ბრენდის სპორტული ავტომობილების ისტორიის შემაჯამებელი ექსპოზიცია ბერლინში „DRIVE. Volkswagen Group Forum“-ში გაიხსნა და 2023 წლის10 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ოლივერ ბლუმე, Porsche AG-ს აღმასრულებელისაბჭოს თავმჯდომარე: „Driven by Dreams ბრენდის მთავარი არსია. სლოგანი კარგად ასახავს პორშეს ბრენდის უკან მდგარ, ყოველდღიურად მომუშავე ადამიანების მიდგომას. ისინი თავდაუზოგავად შრომობენ მომხმარებლების ოცნებების ასასრულებლად. ვამაყობთ ჩვენი მემკვიდრეობით, რადგან სწორედ მან განაპირობა პორშეს წარმატება. ჩვენს მემკვიდრეობას ინოვაციებსა და პროგრესს ვუკავშირებთ და ვცდილობთ, მუდმივად შევმატოთ არაჩვეულებრივი ახალი მომენტები პორშეს უნიკალურ ისტორიას“.
The Porsche Vision 357-ის პირველად ნახვა ბერლინში იქნება შესაძლებელი. მისი მეშვეობით Porsche-ს გუნდმა მონოლითური დიზაინი აწმყოში გადმოიტანა და წარმოგვიდგინა, როგორ შეიძლებ აგამოიყურებოდეს დღეს ფერი პორშეს საოცნებო სპორტული მანქანა.
მაიკლ მაუერი, Style Porsche-სვიცე-პრეზიდენტი: „სრულყოფილი დიზაინი თავიდანვე პორშეს განუყოფელი ნაწილიიყო. Porsche Vision 357-ით გვინდოდა, განსაკუთრებული დაბადების დღის საჩუქარი შეგვექმნა. მისი დიზაინის შთაგონების წყარო მოდელი 356-ია. ესპროექტი არის წარსულის, აწმყოსა დამომავლის შერწყმის მცდელობა. პროპორციები ისტორიულ მოდელს მოგვაგონებს, ხოლო დეტალები მომავლის ვიზუალიზაციაა“.
პორშე 911-ის 60 წლისა და Le Mans-ის 100 წლისიუბილე
წელს, პორშეს 75 წლის იუბილესთან ერთად, კიდევორი ღირსშესანიშნავი თარიღიც აღინიშნება: „პორშე 911“-ის წარდგენის სამოცი წლის იუბილედა „ლე-მანის 24 საათის“ რბოლის 100 წლისთავი. 1963 წლის სექტემბერში საერთაშორისოსაავტომობილო შოუზე „პორშე 911“-მა ბრწყინვალე დიზაინითა და შეუდარებელი მართვის გამოცდილებით სამუდამოდ მოიგო სპორტული ავტომობილების მოყვარულების გულები.
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რბოლის ორგანიზატორები კი „ლე-მანის 24 საათის“ 100 წლისთავს აღნიშნავენ. ყველა სპორტული ავტომობილის მწარმოებელი ოცნებობს, წარმატებას მიაღწიოს ლე-მანის 24-საათიან რბოლაზე. პორშე კი ამ რბოლის ყველაზე წარმატებული მონაწილეა. ის ერთადერთი ბრენდია, რომელსაც ლე-მანის არცერთი რბოლა არ გამოუტოვებია. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ 110-მდე შიდა და 19 საერთო გამარჯვება მოიპოვა.
--
Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „პორშე ცენტრითბილისი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები