სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელ...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
|
საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური სამიტი Touch22, 7-8 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება.
კონფერენციაზე დასწრებას სხვადასხვა ინდუსტრიის და კომპანიის მენეჯერები, მარკეტერები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები, დიზაინერები, ინოვატორები და სტუდენტები შეძლებენ. ღონისძიების მონაწილეები დაესწრებიან, როგორც სემინარებს, ასევე, პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოპებს. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ მათთვის საინტერესო ახალი ადამიანები და დაამყარონ საჭირო კონტაქტები.
სამიტზე სპიკერები იქნებიან ისეთი წამყვანი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Techcrunch, Media.Monks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და მსოფლიოს მასშტაბით სხვა ბევრი ცნობილი კომპანიები.
სპიკერების სრული სიის ნახვას აღნიშნულ ბმულზე შეძლებთ: https://touch.ge/summit/speakers
ტექნოლოგიურ სამიტზე შემდეგი მთავარი თემები იქნება:
· Tesla AI-ზე დაკვირვება;
· კოლექტიური მონაცემების კრეატიულ დრამად გარდასახვის ხელოვნება;
· ფოკუსი დესტრუქციებზე - როგორ შევინარჩუნოთ ფოკუსი ქაოსით სავსე სამყაროში?
· მეტავერსის შექმნა, ციფრული არქივი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და კოლექტიური მეხსიერების ძალა;
· Human Machine Interface - წარსული, აწმყო, მომავალი;
· ტიპოგრაფია ციფრულ გარემოებში და მომავალი ტექნოლოგიები;
· მდგრადი ჰიპერ ზრდა, რევოლუტის წარმატების ფორმულა;
· Fast and Furious - რა შეიძლება ისწავლონ სტრატაპებმა მობილური თამაშების მარკეტინგული აქტივობებიდან?
· ფუსტრირებული დიზაინ პატერნების მოგვარება 2023-ში;
· საკმარისია მუშაობა! - ეს იხსნის სამყაროს;
· Reverse Engineering-ის გაცნობა და iOS სისტემის უსაფრთხოება;
· მოდის ინდუსტრია მეტავერსში - დიზაინის და ტექნოლოგიების კოლიზია;
· კრეატიული ტექნოლოგიები სარეკლამო ინდუსტრიაში;
· Oops-My Office is Gone - ბედნიერება სამსახურში;
· Design Thinking - რატომ შეიძლება ის არ მუშაობდეს ისე, როგორც მოსალოდნელია;
· Behavioral Science - ფსიქოლოგია ტექნოლოგიაში.
ბილეთების შეძენა ამ ვებგვერდზეა შესაძლებელი: https://bit.ly/3VHKcSV
Touch22-ის ფარგლებში, სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა:
· ჩაერთონ Startup Exhibition-ში;
· ჟიურის საკუთარი სტარტაპი წარუდგინონ;
· მოიგოს ფულადი პრიზი - 5000 ევრო.
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები