Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
|
საქართველოს ბანკი საინტერესო და საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი DataFest Tbilisi, უკვე მეექვსედ, 17-19 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიება ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც ფიზიკურად- Rooms Hotel-ში, ასევე ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით ჩატარდება.
DataFest Tbilisi მონაცემთა ყველაზე დიდი ფესტივალია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ღონისძიება სამ დღეს გრძელდება და აერთიანებს ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც მონაცემებს, მონაცემთა მეცნიერებას და ვიზუალიზაციას უკავშირდება. ღონისძიება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, კონტაქტების დამყარებისა და ახალი თანამშრომლობის მოძიების შესაძლებლობას მეგობრულ გარემოში ქმნის.
ფესტივალის ფარგლებში Rooms Hotel Tbilisi-ში ხუთი თემის გარშემო ასობით სტუმარი და 40-ზე მეტი სპიკერი შეიკრიბება. მონაცემთა კონფერენციაზე სტუმრები შემდეგი მიმართულებით დაესწრებიან: მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა ანალიზი და ღია მმართველობა, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი.
„მოხარული ვართ, რომ ბანკის ხელშეწყობით, DataFest Tbilisi 2022, წელს უკვე მეექვსედ იმართება. ჩვენ ფესტივალთან ერთად The Glass Room Misinformation გამოფენასაც ვუმასპინძლებს. Tactical Tech-ის მიერ შექმნილი საერთაშორისო პროექტის მიზანია, აუდიტორიას აჩვენოს, როგორ ცვლის სოციალური მედია და ინტერნეტი მოვლენების აღქმასა და მათზე რეაქციას. ასევე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სტარტაპერების ექსპო, რომელზეც ანტერპრენერებისა და სტარტაპების დამფუძნებლებისთვის გაიმართება პანელური დისკუსიები, საუბრები სტარტაპის შექმნისა და დაფინანსების მოძიების შესახებ“, - განაცხადა DataFest Tbilisi-ის დამფუძნებელმა, ნინო მაჭარაშვილმა.
„მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟულ მონაცემთა ფესტივალს. DataFest Tbilisi 2022 კარგი შესაძლებლობაა მონაცემებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები, დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები და მოისმინონ საინტერესო და ინსპირაციული გამოსვლები. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს მსგავსი პროექტების მხარდაჭერას. ჩვენთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის უკეთ დანახვა და ათვისება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგატიშვილმა.
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
კომენტარები