Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
|
„ვოლვო ქარ საქართველო“ და რადიო GIPAმსმენელებს ახალ მუსიკალურ სივრცეში აერთიანებს. პროექტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი არტისტების Live პერფორმანსები გაიმართება. კოლაბორაციის მიზანია თანამედროვე ხელოვანების მხარდაჭერა, მსმენელისთვის მუსიკალურად მრავალფეროვანი სივრცის შექმნა და მათთვის ხარისხიანი მუსიკის შეთავაზება.
პროექტის პირველი კონცერტი ეთერში უკვე გავიდა და მსმენელმა მიშო ურუშაძისა და ამიკო ნინუასშემოქმედება მოისმინა.
პროექტის შექმნის იდეა რადიო GIPA-ს ხელმძღვანელს, თინა კლდიაშვილს და მუსიკალურ პროდიუსერს, მუსიკოს მიშო ურუშაძეს გაუჩნდათ.
თინა კლდიაშვილი, რადიო GIPA-ს ხელმძღვანელი:„როგორც იცით, რადიო GIPA ოფიციალურად თანამშრომლობს ამერიკულ რადიოსთან NPR-თან. მათ აქვთ ასეთი პროექტი - Tiny Desk Concerts. მე და მიშო ვსაუბრობდით ამ გამოცდილების გაზიარებაზე და გადავწყვიტეთ, საქართველოს რადიოსივრცეში აქამდე არარსებული ფორმატი, ე.წ. „ლაივ“ პერფორმანსიგაგვეკეთებინა. ეს იდეა „ვოლვო ქარსის“ წარმომადგენლებს გავუზიარეთ და ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა.
ამ ფორმატის პერფორმანსი საქართველოს რადიოსივრცეში არ გაკეთებულა და მნიშვნელოვანია იმ კონტენტის გამო, რომელსაც ამ კონკრეტული პროექტის მეშვეობით მსმენელი მოისმენს. ის მუსიკა, რომელსაც რადიო GIPA და Volvo მსმენელს სთავაზობს, ქართველი არტისტების, ამ შემთხვევაში, მიშო ურუშაძისა და ამიკო ნინუას მიერ არის შექმნილი. ასეთი ხარისხიანი მუსიკის ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება ჩვენთვის ის უპირატესობაა, რომლითაც ვამაყობთ. აქვე დიდი მადლობა მიშოსა და ამიკოს იმ მუსიკისთვის, რომელსაც ისინი ქმნიან“.
ხარისხიანი მუსიკის მხარდაჭერაა „ვოლვო ქარსაქართველოს“ პროექტში ჩართვის მიზეზი. კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი რუსუდან გრძელიძე ამბობს, რომ რადიო GIPA-სთან თანამშრომლობა პრიორიტეტებისა და მიზნების თანხვედრის გამო გადაწყვიტეს.
რუსუდან გრძელიძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „საქართველოს ბაზარზე შემოსვლის დღიდან ვცდილობთ, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ქართველ არტისტებს და ზოგადად, ხარისხიანი მუსიკის პოპულარიზაციას. ვფიქრობთ, ეს პროექტი ამის ერთ-ერთი მაგალითია. მსმენელებისთვისაც სასიამოვნო იქნება, იმ დროში, რომელსაც სახლიდან სამსახურამდე მანქანაში ატარებენ, შესანიშნავ მუსიკასმოუსმინონ. გვსურს, „ვოლვოს“ მომხმარებლები გავახალისოთ. გვინდა, ვაგრძნობინოთ, რომ ვზრუნავთ მათზე, მათ განწყობაზე და ამას ხარისხიანი მუსიკის მხარდაჭერით ვაკეთებთ“.
„ვოლვო ქარ საქართველოსა“ და რადიო GIPA-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი არტისტების „ლაივ“ კონცერტები თვეში ერთხელ გაიმართება. რადიოეთერის (FM 94.3) გარდა, მუსიკალური შოუს მოსმენა ორივე კომპანიის Facebookგვერდებზე დაანონსდება, აქვე განთავსდება კონცერტების „სტრიმიც“.
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები