Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
|
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 23-ე, ყოველწლიური World’s Best Digital Bank Awards-ის ფარგლებში მსოფლიოში საუკეთესო გლობალური და რეგიონული კორპორატიული/ინსტიტუციური და სამომხმარებლო ციფრული ბანკები გამოავლინა. ნომინაციის „მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი“ გამარჯვებული საქართველოს ბანკი გახდა.
„მოხარული ვართ, რომ მივიღეთ ეს ჯილდო Global Finance-სგან და ვამაყობთ იმით, რომ დავსახელდით მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად მსოფლიოში. საქართველოს ბანკში დიჯიტალიზაცია და მომხმარებელთა გამოცდილება ერთმანეთის პარალელურად ვითარდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს - გავზარდეთ მომხმარებელთა კმაყოფილების (NPS) მაჩვენებელი 52%-მდე, გავხდით ციფრული ბანკინგის ლიდერი საქართველოში, გავაორმაგეთ ჩვენი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში და დღეისათვის ამ მაჩვენებელმა ერთ მილიონს მიაღწია, რაც თავის მხრივ, მომხმარებლებისთვის შექმნილი უნიკალური ციფრული გამოცდილების შედეგია. ეს ჯილდო ბანკის თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ მომხმარებელთათვის უმაღლესი ხარისხის ციფრული გამოცდილების შესაქმნელად, მუდმივად ცდილობენ გააუმჯობესონ პროდუქტები და მომსახურება, შემოიტანონ ინოვაციური მიდგომები და გადაწყვეტები. მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკის მთელ გუნდს, მათი ყოველდღიური დაუღალავი შრომისთვის, ერთგულებისთვის და მსურს მადლობა გადავუხადო Global Finance-ს ამ აღიარებისთვის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„ციფრული ტრანსფორმაციისას მომხმარებლის ცენტრში დაყენებით საქართველოს ბანკმა დამსახურებულად მიიღო როგორც რეგიონული, ისე გლობალური ჯილდოები, როგორც საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი. მობილური ბანკინგის მუდმივი განვითარება, საბანკო და არასაბანკო პროდუქტებისა და სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ნაბიჯებისა, რომელიც ბანკმა მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად დაგადგა. სწორედ ამიტომ, ის დასახელდა კიდეც Global Finance- ის მიერ როგორც World's Best Consumer Digital Bank”,- განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა.
ინფორმაციისთვის, მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკები შეირჩნენ Global Finance-ის რედაქტორების, ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების მიერ. წელს რეკორდული რაოდენობის განაცხადები იყო შესული განსახილველად, საბოლოოდ კი გამარჯვებული ბანკები გამოვლინდნენ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების მოხერხებული ფუნქციონალი და დიზაინი და ა.შ.
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები