Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
|
„თეგეტას“ ძალისხმევით ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი - „პეტრონასი“გამოჩნდა, რომელიც მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი.
„პეტრონასის“ ზეთების ასორტიმენტი „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში იქნება ხელმისაწვდომი.
თენგიზ ლელუჩაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მართვის დეპარტამენტის უფროსი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გლობალური ბრენდის „თეგეტას“ პორტფელში შემოყვანა, რაც მომხმარებლისთვის უფრო ფართო ასორტიმენტისა და მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზების საშუალებას მოგვცემს. „პეტრონასის“ ზეთები მთელ მსოფლიოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვფიქრობთ, ქართულ ბაზარზე პრემიუმ ხარისხის ზეთებს შორის „პეტრონასი“ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს“.
მსოფლიოს მასშტაბით, „პეტრონასს“ 23 ქვეყანაში 30-ზე მეტი წარმომადგენლობა ჰყავს.
PETRONAS სამგზავრო მანქანების ძრავებისთვის საავტომობილო ზეთების პრემიუმ PETRONAS Syntium ხაზს °CoolTech™ ტექნოლოგიით აწარმოებს. პროფესიონალურად შემუშავებული ესსაავტომობილო ზეთი იცავს ძრავის ნაწილებს მაღალი ტემპერატურის გავლენისგან, ასევე უზრუნველყოფს მოწყობილობის ოპტიმალურ და უპრობლემო მუშაობას. „თეგეტა მოტორსში“PETRONAS-ის მსუბუქი ავტომობილების ძრავისა და გადაცემათა კოლოფის ზეთებია წარმოდგენილი.
დღეისათვის „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც ბაზარზე 27 წელია ოპერირებს, 300-ამდესაერთაშორისო ბრენდის პარტნიორი და რეგიონში 150 000-მდე დასახელების პროდუქტის მიმწოდებელია. „პეტრონასთან“ პარტნიორობა „თეგეტას“ პორტფელში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
ცნობისთვის, 1974 წელს დაფუძნებული „პეტრონასი“გლობალური მასშტაბით ინდუსტრიის ტოპ 10 კომპანიას შორის წამყვან პოზიციას იკავებს. „პეტრონას ჯგუფის“ შემადგენლობაში შემავალი PETRONAS LUBRICANTS INTERNATIONAL (PLI) ფლობს და ოპერირებას უწევს შერევისა და შევსების 10 ობიექტს მთელ მსოფლიოში. მათი ჯამური კომბინირებული წლიური წარმადობა კი 800,000 ტონაა.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები