Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
|
ნარჩენების მართვა 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევაა. მავნე ნარჩენების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება საქართველოშიც. გარემო ბინძურდება და უარყოფით გავლენას ახდენს ეკოსისტემაზე. „პოლივიმი“ სწორედ ჯანსაღი გარემოსა და უსაფრთხო მომავლის შექმნაზე ზრუნავს. კომპანია მეორად პოლიმერებს, ანუ პლასტმასის ნარჩენებს ამუშავებს და ამ გზით ღირებულ ნედლეულს ქმნის, რომელსაც სხვადასხვა ბიზნესი საკუთარი საქმიანობისთვის იყენებს.
ბექა ფონჯავიძე „პოლივიმის“კომერციული მენეჯერი: „რასაც პლასტმასის ბოთლების გადამუშავებით ვიღებთ, ამას ფანტელებს ვეძახით. ეს არის დაქუცმაცებული, დახარისხებული ფანტელები. ჩვენი მომხმარებლები ავეჯის, ტექსტილის, შესაფუთი მასალების მწარმოებლები არიან. საქართველოს ბაზარზე მათი წილი მაქსიმუმ 10 პროცენტია, დანარჩენი მთლიანად ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია ვართ. ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციით, made in Georgia-ს სახელით შევაღწიეთ. ნარჩენების მართვა ჩვენთან აქამდე ძალიან ქაოსური იყო - იკარგება, იმარხება, ბუნებაში იფანტება. ამ ყველაფერს ჩვენ ღირებულ პროდუქციად გადავაქცევთ. ეს ბიზნესივითაა და თანაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვს, ასევე გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს. რაც უფრო გაიზრდება ჩვენი მასშტაბი, მით უფრო შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება“.
სწორედ გარემოზე ზრუნვის მიზნით გაერთიანდნენ „პოლივიმი“ და „თეგეტა ჰოლდინგი“. მასშტაბების გაზრდისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით „პოლივიმი“ „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმაზე დაემატა. კომპანიის სათავო ოფისსა და ფილიალებში კი „პოლივიმის“ 10 ყუთი განთავსდა.
ქეთევან მაისურაძე, „პოლივიმის“ კვლევისა და განვითარების მენეჯერი: „თეგეტა“ და „პოლივიმი“„მწვანე რევოლუციის“ კამპანიის ფარგლებში დამეგობრდნენ. „თეგეტა“ ჩაერთო გარემოსდაცვითი მიმართულებით გადამუშავებისა და სეპარირების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. ზრუნვის პლატფორმაზე კომპანიის შესახებ ინფორმაციის განთავსებით მოვახერხებთ იმ მესიჯის მიწოდებას საზოგადოებისთვის, რომლის გარშემოც ვერთიანდებით და რისთვისაც ვიბრძვით. „თეგეტასა“ და, ზოგადად, დიდი ორგანიზაციების ჩართულობა გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და გადამუშავების მნიშვნელობა დავანახვოთ“.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გარემოზე ზრუნვა და მასზე ზემოქმედების შემცირებაა. შესაბამისად, ჩვენს ზრუნვის პლატფორმაზე, Tegeta.care, ახალი პარტნიორის გაჩენა, ვისი საქმიანობაც გარემოს დაცვას ემსახურება, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის გარდა, სიამოვნებით დავთანხმდით მათ შემოთავაზებას, შეგვეგროვებინა პლასტმასის ნარჩენები ჩვენს სათავო ოფისსა და ფილიალებში. ეს პროცესი ერთჯერადი არ იქნება და ვფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი აქტივობებით შევიტანთ ჩვენს წვლილს გარემოზე ზემოქმედების შემცირებაში“ .
„თეგეტა ჰოლდინგის“ ფილიალებში „პოლივიმის“ ყუთების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. გარემოზე ზრუნვის ნებისმიერ მსურველს კი ნარჩენების შესაგროვებლად „პოლივიმის“ სათავო ოფისში ელოდებიან.
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები