Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
|
საქართველოს ბანკი ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. განსაკუთრებით კი რეგიონებსა და საზღვრისპირა სოფლებში. სწორედ ამ მიზნით, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში ცნობილი მწერლის, დათო ტურაშვილის ლექცია გაიმართა, რომელმაც ყურადღება წიგნის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
შეხვედრას სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები, პედაგოგები ესწრებოდნენ. მწერალმა ისაუბრა განათლების, თავისუფლების მნიშვნელობაზეც, უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს. ლექციის ბოლოს კი სპიკერმა ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საკუთარი წიგნები გადასცა და მათზე სამახსოვრო ავტოგრაფებიც გააკეთა.
„ძალიან სასიამოვნო ვიზიტი შედგა ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის იდეათეკაში და მადლობა ყველას, ვინც ეს იდეა განახორციელა. დარწმუნებული ვარ, იდეათეკა არა მხოლოდ მათთვის, ვისაც კითხვა და ლიტერატურა ისედაც უყვარდა, არამედ ზოგადად, ახალქალაქის ქართველი და არა მარტო ქართველი ბავშვებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი გახდება. ასეთ გარემოში უბრალოდ ყოფნაც კი სასიამოვნო და სასარგებლოა. მჯერა სივრცე იმ ადამიანებსაც მიიზიდავს, ვინც ჯერ არ იცის რომ წიგნზე კეთილი, კარგი და ტკბილი გამოგონება, ამ სამყაროში არ არსებობს“ , - განაცხადა დათო ტურაშვილმა.
„საქართველოს ბანკი განაგრძობს განათლების ხელშეწყობას. აქცენტს ვაკეთებთ რეგიონებზე, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების სივრცეების შექმნაზე. სწორედ ასეთ, ახლადგახსნილ სივრცეში, დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა დათო ტურაშვილის შეხვედრა მოსწავლეებთან. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი საინტერესო სპიკერი შევახვედროთ ახალგაზრდებს, მხარი დავუჭიროთ რომ იდეათეკაში განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები, იქნება ეს ერთობლივ პროექტებზე მუშაობა, მათთვის მნიშვნელოვანი თემების განხილვა, წიგნის კითხვა თუ სხვა. მოხარული ვართ, რომ ახლადგახსნილმა იდეათეკამ უკვე პირველ ლექციას უმასპინძლა და იმედი გვაქვს, ეს სივრცე კიდევ არაერთი საინტერესო შეხვედრის, პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის საყვარელი ადგილი გახდება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ პარტნიორობით პროექტ „იდეათეკების“ განხორციელება ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო. საქართველოს 6 სახვადასხვა რეგიონის 9 საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სივრცეები - იდეათეკები. პროექტის ფარგლებში იდეათეკები უკვე გაიხსნა ფოთში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ნიქოზში, დიცში, ხურვალეთში, დუისში, თბილისში. ამ რიცხვს სულ ახლახან ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაც შეემატა. უკვე 4,600-მდე მოსწავლე აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს და იქ განთავსებულ რესურსებს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები