,,Zero, ნuლი, ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს"- კა...
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ ტიპის გან...
|
ქედის მერია „ქედელობაზე“ წელს „ღამის შოუს ბენდის“ მიწვევას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ბენდს 15 ათას ლარს გადაუხდის, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. გამოცემის ცნობით,
ტენდერის გარეშე თანხის გადახდაზე მერიას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე აქვს.
"ბათუმელების" ინფორმაციით, როგორც მერიაში ამბობენ, ქედაში ჩასვლაზე თანახმაა ბენდიც. მერიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ბენდის მოწვევა მოსახლეობამ მოითხოვა.
სახალხო ზეიმი „შემოდგომა ქედაში“ 2022 წლის ოქტომბრის თვეში იყო დაგეგმილი. თუმცა ღონისძიება გადაიდო და ის სხვა ღონისძიებასთან – „ღვინის ფესტივალთან“ ერთად ჩატარდება. გაერთიანებული ღონისძიების ჩატარების, შესაბამისად, ბენდის ქედაში ჩასვლის კონკრეტული დღე, ამ დროისთვის უცნობია. მერიაში ამბობენ, რომ ღონისძიება ნოემბრის პირველ, მაქსიმუმ მეორე კვირაში ჩატარდება: „ამინდზეც ვართ დამოკიდებული“.
„მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში შემოვიდა ქედის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა ერთობლივი განცხადება, რომლითაც მოითხოვენ ღონისძიების „შემოდგომა ქედაში“ ფარგლებში „ღამის შოუს ბენდის“ მოწვევას. „ღამის შოუს ბენდი“ საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით, მაღალი სატელევიზიო რეიტინგით, თავისი რეპერტუარითა და შოუ-პროგრამით ფართო საზოგადოებაში დიდი სიყვარულით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ბენდის მოწვევა განხორციელდეს „შემოდგომა ქედაში“ ღონისძიების ფარგლებში, ხოლო დაგეგმილი აქტივობები გადავიდეს „ღვინის ფესტივალში“, - აღნიშნულია ქედის მერისადმი გაგზავნილ მოხსენებით ბარათში.
ქედის მერიის განმარტებით, „15 000 ლარი განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინვოისის შესაბამისად“.
ქედის მერია, დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულებას ქედაში გასამართ ღონისძიებაში ბენდის მონაწილეობაზე, ბაბი კირკიტაძესთან გააფორმებს. შესაბამისი შეთანხმება ბაბი კირკიტაძესა და ბენდის ხელმძღვანელ გელა გნოლიძეს შორის არის გაფორმებული:
"ბათუმელები" წერს, რომ 2022 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ბაბი კირკიტაძესთან ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ:
ცნობისთვის, „ღამის შოუს ბენდი“ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღამის შოუს“ აფორმებს მუსიკალურად.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ ტიპის გან...
დედაქალაქის მერისთვის ევროპარლამენტარების შეფასებები მისაღები არ არის. როგორც კახა კალაძე განმარტავს მათი ქმედებები არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. „რისთვის ვიბრძოლეთ? იმისთვის, ...
"ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე რა მძიმეა, ამის გამო არ გაუშვა, წარმოუდგენელია. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები. წარმო...
„მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ გაავრცელეს ის ვიდეო, ჯერ რა უფლება ჰქონდათ? ბავშვებს ბოლოში მოუხადეს ბოდიში [პოლიციელებმა] და დღეს, როცა იქექებოდნენ, არ ვიცი, „მთავარ...
ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხა...
„ე.წ. სანქციები მხოლოდ თავად ამერიკის შეერთებულ შტატების რეპუტაციას აზიანებს ქართველი ხალხის თვალში. როდესაც უსამართლობას ვხედავთ, ამ უსამართლობაზე შესაძლოა მყისიერი რეაქცია არ გვქონდეს, მაგრამ ...
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნება. „ვფი...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები