პოლიტიკა
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს
2022-10-20 12:52:57
აკადემიურმა საბჭომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩია. ის ერთადერთი იყო, რომელიც კონკურსში მონაწილეობას იღებდა.
სამუშიამ 30-დან 28-ხმა მიიღო.
არჩევნები ხმაურის და პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. "მაისის სტუდენტური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით იღებს.
კომენტარები