,,Zero, ნuლი, ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს"- კა...
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ ტიპის გან...
|
„ე.წ. სანქციები მხოლოდ თავად ამერიკის შეერთებულ შტატების რეპუტაციას აზიანებს ქართველი ხალხის თვალში. როდესაც უსამართლობას ვხედავთ, ამ უსამართლობაზე შესაძლოა მყისიერი რეაქცია არ გვქონდეს, მაგრამ ვიმახსოვრებთ. ეს ყველაფერი ილექება და საბოლოოდ, ჩვენს განწყობებს აჩვენებს. სამწუხაროდ, ისტორიულად ასე ხდება, რომ დიდ ქვეყნებს, საქართველოსთან ყველას ერთი და იგივე რამე ეშლება - რატომღაც ფიქრობენ, რომ ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა ფეხქვეშ გაგება და სხვისი მსახურებაა; რატომღაც ფიქრობენ, რომ ჩვენი მეგობრობა, ომში გაყოლა, როდესაც არ გვევალებოდა ავღანეთში ასვლა, ხოლო ვისაც ევალებოდა სახლში იჯდა, თავდახრილი მორჩილებაა ყველაფრის მიმართ. დიდ ქვეყნებს ასეთი შეცდომა ქართველი ხალხის მიმართ ყოველთვის მოსდიოდათ. გავიდა 3 ათასი წელი და ჩვენ აქ ვართ, დიდი ქვეყნები კი საბოლოოდ ხვდებიან ხოლმე, რომ არასწორად იქცევიან საქართველოსთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ბოლო, სავიზო შეზღუდვებს, მათი ქვეყანაა, ვისაც უნდათ, შეუშვებენ, ვისაც უნდათ, არა. ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაქვს და ხანდახან ჩვენც არ ვუშვებთ ხოლმე ჩვენს საზღვარზე, მათ შორის ამერიკის მოქალაქეებს. მათი ქვეყანაა, მათი გადასაწყვეტია. თუ ჩვენთან სტუმრობა მოსწონთ, მაგრამ ჩვენი მასპინძლობა არ უნდათ, ეს სტუმარ-მასპინძლობის ეთიკის მიმართ მათ დამოკიდებულებას აჩვენებს.
მაგრამ მეორე საკითხია საფინანსო სანქციები, რომელზეც არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს. განცხადებებია მხოლოდ, ისიც ზოგადი, არცერთი მტკიცებულება. ბოლო გადაწყვეტილება საქართველოს ოთხ მოქალაქეს ეხება. როგორც ვერ უნდა იტანდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ამ ოთხ მოქალაქეს და როგორი ანტაგონიზმიც არ უნდა ჰქონდეთ, ხომ მათი საფირმო სლოგანია - „რაც არ უნდა გეთანხმებოდე, შენი უფლებებისთვის ყოველთვის ვიბრძოლებ“. რატომ არ იბრძვიან ამ ოთხი ადამიანის უფლებებისთვის? ასეთი რამ რომ საქართველოში მომხდარიყო, ხომ მსოფლიო სკანდალი იქნებოდა? ადამიანები სასამართლოს, მტკიცებულების წარდგენის, დაცვის უფლების მიცემის, საჯაროობის გარეშე გააქრო რაღაც საფინანსო სისტემიდან - ასეთი რამ რომ საქართველოს ხელისუფლებას გაეკეთებინა, წარმოგიდგენიათ, რას იტყოდნენ სენატორები, ევროპარლამენტის წევრები და რა პანიკა იქნებოდა არასამთავრობო სექტორში, „როგორ, სასამართლო კონტროლის, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე?“. არაფერი მომხდარა საერთოდ ამ გადაწყვეტილების დროს. დახურულ კარს მიღმა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის წარმოდგენის გარეშე. რატომ არიან ჩუმად „ენჯეოები“? იცით რატომ? - იმიტომ, რომ ისინი ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. მათ აქვთ შიში, რომ თუ ისინი გააკრიტიკებენ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამართლიანობის ნებისმიერი სტანდარტის დარღვევით, ნულს ქვემოთ სტანდარტით, ამას იტყვიან თავიანთ დამფინანსებელთან დაკავშირებით. შემდეგ შეიძლება კითხვები გაუჩნდეთ: კი, მაგრამ მე თუ მაკრიტიკებ, იქნებ აღარც დაგაფინანსოო. ეს სავალალო მდგომარეობა გვაქვს ჩვენ. ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება დაყვანილია „ენჯეო“ სექტორამდე, რომ საკუთარი მოქალაქეები დაიცვან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ ტიპის გან...
დედაქალაქის მერისთვის ევროპარლამენტარების შეფასებები მისაღები არ არის. როგორც კახა კალაძე განმარტავს მათი ქმედებები არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. „რისთვის ვიბრძოლეთ? იმისთვის, ...
"ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე რა მძიმეა, ამის გამო არ გაუშვა, წარმოუდგენელია. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები. წარმო...
„მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ გაავრცელეს ის ვიდეო, ჯერ რა უფლება ჰქონდათ? ბავშვებს ბოლოში მოუხადეს ბოდიში [პოლიციელებმა] და დღეს, როცა იქექებოდნენ, არ ვიცი, „მთავარ...
ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხა...
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნება. „ვფი...
სენატში გაკეთებული მძიმე გზავნილების მოსმენის შემდეგ, ქართული ოცნების ლიდერმა ამერიკა ქვეყნის მტრადდ გამოაცხადა და განმარტა, რომ თაღლითები თავად სენატორები არიან. "ვინც საუბ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები