1 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე მეტი კურსდამთავრებული და 100-მდე დასაქმებული

პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. 

შემოდგომის ნაკადზე, სასწავლო პროცესში, დამატებით 400-მდე სტუდენტი ჩაერთო, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი კარიერის ტექნოლოგიებში ტრანსფორმაციითა თუ არსებული ცოდნისა და უნარების განვითარებით.

პროგრამის დაწყების დღიდან, 15 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია 8 ტექნოლოგიურ პროგრამაზე, რომელთაგან 800-მდე წარმატებულ სტუდენტი ჩაერთო სრულად დაფინანსებულ პრაქტიკულ სასწავლო პროგრამებში.

პროექტის  „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიებში ქალებისა და რეგიონების გაძლიერებაა, მათი დასაქმების პოტენციალის ზრდის მიზნით. აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებულ მონაწილეთა 40% ქალია, ხოლო 35% კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა.

სასწავლო პროგრამებს საერთაშორისო გამოცდილებისა და განათლების მქონე ტექლიდები და წამყვანი დეველოპერები პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიითა და რეალური სამუშაო გარემოს პრინციპის გამოყენებით უძღვებიან. სასწავლო პროგრამებში არსებული, ისეთი მრავალფეროვანი აქტივობების გარდა, როგორიცაა კოლაბორაციულ პროექტებზე მუშაობა, რეტროსპექტიული შეხვედრები, Pair პროგრამირება და სხვა, სტუდენტებს ასევე უტარდებათ ქვეყანაში სფეროს წამყვანი ექსპერტების მასტერკლასები და ვორქშოფები. ამ კუთხით კიდევ უფრო მრავალფეროვანი აქტივობებია დაგეგმილი.

ყოველი სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ იმართება დემო დღე, სადაც სტუდენტები ფინალურ პროექტებს წარადგენენ პოტენციურ დამსაქმებლებთან და იღებენ კარიერულ შემოთავაზებებსა და ღირებულ უკუკავშირებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში 100-მდე კურსდამთავრებულმა უკვე დაიწყო კარიერა თიბისი ჯგუფში და პროექტის პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებში.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ღონისძიებების სერია TechXplore, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობის გამოცდილების მიღებას. TechXplore-ის ფარგლებში პროექტის 150-მდე მონაწილემ, ტექლიდებმა და ეჯაილ ქოუჩებმა მონაწილეობა მიიღეს და იმუშავეს კონკრეტული პროექტების ტექგადაწყვეტის შექმნაზე.  გამარჯვებულებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების 15 000 ლარის აქციები გადაეცათ საჩუქრად.

„TBC X USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტი, ეს არის რვა მიმართულების ტექკურსი, რომელიც სფეროს წამყვანი სპეციალისტების მიერ თიბისი IT აკადემიის ბაზაზე ხორციელდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი შეისწავლონ ან გაიუმჯობესონ ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებებით. სწორედ ამიტომ სწავლა სრულიად უფასოა, ონლაინ სწავლება კი მსურველებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ მთელი საქართველოდან“- თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:37

    თიბისის ტექსკოლაში 600-მა უფროსკლასელმა ტექნოლოგიე...

    ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...

  • 11:34

    „თეგეტა ჰოლდინგის“ 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...