0 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ახალი საავტომობილო ბრენდი ქართულ ბაზარზე - ZEEKR საქართველოშია

·         ხელშეკრულებას ხელი „თეგეტა ჰოლდინგის“ ცენტრალურ ოფისში მოეწერა

Tegeta cars-ი საქართველოში ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის, ZEEKR-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. Geely Holding-ში შემავალ კომპანიასთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა.

ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც თეგეტას ცენტრალურ ოფისში გაიმართა, ZEEKR-ის ფინანსური დირექტორი კომპანიის რეგიონულ დირექტორთან  და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ZEEKR 001 და ZEEKR X - პირველი მოდელებია, რომელთა შეძენაც მომხმარებელს ივნისიდან შეეძლება. ბრენდის ავტომობილები, სმარტ დივაისის მსგავსად, მობილური ტელეფონით იმართება და აქვს მოდერნიზებული ანგარიში. აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით - ადაპტირებული კრუიზკონტროლით, შეჯახების საწინააღმდეგო სისტემით, 14 კამერითა და რადარებით. გამოირჩევა სპორტული მახასიათებლებით, სტანდარტული და პნევმატიკური დაკიდების სისტემებით. ავტომობილს აქვს სიმაღლის რეგულირების საშუალება საფარის შესაბამისად და ასევე, მართვის ხუთი განსხვავებული რეჟიმი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ერთი დამუხტვით 450-დან 1200 კილომეტრამდე გავლაა შესაძლებელი, რაც საქართველოში რეკორდული მაჩვენებელია.

გაგა კოხრეიძე, „თეგეტა ქარსის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ქართველ მომხმარებლებს სრულიად ახალი, ინოვაციური ბრენდი წარვუდგინოთ. ZEEKR არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.

ქართულ ბაზარზე ZEEKR-ის მოდელების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაზრდილია.  „თეგეტა ქარსი“ მომხმარებლის მოთხოვნას ყოველთვის სწავლობს და შესაბამისად მოქმედებს. პრემიუმ კლასის ელექტრომობილებს საქართველოში საიმედო პარტნიორი სჭირდებოდა და გადავწყვიტეთ, ჩვენ ვყოფილიყავით პირველები, ვინც ZEEKR-ის ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენდა.

ამჟამად მიმდინარეობს შოურუმის მშენებლობაც და ივლისში მომხმარებელს უკვე ექნება შესაძლებლობა, „ZEEKR საქართველოს“ ესტუმროს, თავად გამოცადოს ZEEKR 001, ZEEKR X და შემდეგ უკვე ZEEKR 007-ც.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს შოურუმში წარმოვადგენთ ZEEKR-ის მიერ სპეციალურად ევროპის ბაზრისთვის წარმოებულ ოფიციალურ მოდელებს, რომლებსაც ექნება ინგლისური ენა და CCS2-ის დამტენის პორტები, რაც საქართველოში ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილებას კომფორტულს გახდის“.

ბრენდი, რომელიც 2021 წელს დაარსდა, აზიასთან ერთად  სწრაფად ითვისებს ევროპულ ბაზარსაც. ZEEKR-ის მოდელები იყიდება შვედეთსა და ჰოლანდიაში, საქართველოს შემდეგ კი ის გერმანიის ბაზარზეც ხელმისაწვდომი იქნება.

„ZEEKR საქართველო“ მომხმარებელს ჰპირდება, რომ 2025 წლის დასაწყისიდან  001 მოდელის 1250-ცხენისძალიან ვერსიასაც შესთავაზებს, რომლის აჩქარებაც 1,9 წამია. პორტფელში ასევე დაამატებს 7-ადგილიან პრემიუმ კლასის სრულად ელექტრულ მინივენს, რომელსაც 140-კილოვატიანი ბატარეა ექნება.

პირველი მოდელების ფასი, რომლებსაც „ZEEKR საქართველო“ წარმოადგენს, 38 000-დან 63 000-მდე დოლარის ექვივალენტით ლარში იქნება. ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია.

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian – კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა, კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, „თეგეტა ქარსი“ არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.

---

Geely Holding Group 1986 წელს დაარსდა, ხოლო საავტომობილო ინდუსტრიაში 1997 წლიდან შევიდა. მას შემდეგ ბრენდის ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი თარიღი გამოიკვეთა. მათ შორის აღსანიშნავია ბრენდის მიერ Volvo Cars-ის შეძენა. გარდა Volvo Cars -ისა, Geely Group აერთიანებს ისეთ ავტომწარმოებლებს, როგორებიცაა: Smart, Polestar, Lynk & Co, Zeekr, Lotus და ა.შ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:37

    თიბისის ტექსკოლაში 600-მა უფროსკლასელმა ტექნოლოგიე...

    ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...

  • 11:34

    „თეგეტა ჰოლდინგის“ 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...