1 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მენტალური ჯანმრთელობის დაფარვის გამოყენების მზარდი ტენდენცია - თიბისი დაზღვევა

2022 წელს “თიბისი დაზღვევა” პირველი კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა დაამატა. დღეისთვის ამ დაფარვით სარგებლობა ჯანმრთელობის დაზღვევის ყველა მომხმარებელს შეუძლია, რაც 600-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. პროდუქტის მოხმარება ყოველ წელს იზრდება. დაფარვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2024 წლის დასაწყისში 3-ჯერ მეტმა დაზღვეულმა ისარგებლა. ეს იმაზე მიუთითებს, საზოგადოებაში იზრდება ცნობიერება მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე და ნელ-ნელა ნორმალიზდება მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი.

 

მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობას დიდი ყურადღება ექცევა დამსაქმებლებშიც, რადგან თანამშრომლების ფსიქიკური კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია კომპანიის წარმატებასთან. მენტალური ჯანმრთელობის საკითხებმა, როგორიცაა სტრესი, შფოთვა, დეპრესია, შეიძლება შეამციროს თანამშრომლების კონცენტრირების, გადაწყვეტილების მიღებისა და ამოცანების ეფექტურად შესრულების უნარი. კომპანიებს, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ თანამშრომელთა მენტალურ ჯანმრთელობას, როგორც წესი, აქვთ დასაქმებულების გადინების დაბალი მაჩვენებელი, ხოლო მათი კმაყოფილების დონე და შრომის შედეგები - მაღალი. თანამშრომლები, რომლებიც გრძნობენ მხარდაჭერას კომპანიის მხრიდან, უფრო მოტივირებულები და ლოიალურები არიან.

 

თიბისი დაზღვევის მენტალური ჯანმრთელობის დაფარვის დადებით შედეგებს, ლიკა ზუროშვილი, “ეპამის” HR მენეჯერი, გვიზიარებს: „მენტალური ჯანმრთელობა არის საკითხი, რომელსაც ჩვენ, როგორც კომპანია დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მოხარულები ვიყავით, როდესაც შევიტყვეთ, რომ საქართველოში შესაძლებელი გახდა ამ ტიპის დაფარვის შეთავაზება ჩვენი თანამშრომლებისთვის. აქტიურად გავავრცელეთ ინფორმაცია ჩვენს თანამშრომლებში და დადებითი გამოხმაურება მივიღეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარი და მენტალურ ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ისევე, როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. გვიხარია, რომ “თიბისი დაზღვევა” ამ საკითხს ასეთ ყურადღებას უთმობს.”

“დაფარვის დამატებისთანავე მივიღეთ დადებითი გამოხმაურება, რასაც შემდგომ უკვე მოჰყვა დიდი მოთხოვნაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებისთვის ყურადღების იქცევა ნორმალიზდეს და ხალხი არ ხედავდეს ამაში რაიმე განსაკუთრებულს. მენტალურ ჯანმრთელობაზეც ისევე უნდა ვზრუნავდეთ, როგორც ფიზიკურზე. პროდუქტზე როგორც მოთხოვნა, ისევე მისი მოხმარებაც ყოველ წელს იზრდება და, იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ჩვენი კომპანია სხვადასხვა გზებით ცდილობს მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობისთვის ხაზის გასმას. გარდა მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევისა, გვაქვს აქტივობები ამ თემის გარშემო ცნობიერების ასამაღლებლად, მაგალითად, კამპანია “დასამალი არაფერია”, რომელიც საზოგადოებას შეახსენებს, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხმამაღლა საუბარი მოსულა.”  - სერგო საყვარელიძე, “თიბისი დაზღვევის” სამედიცინო დაზღვევის დირექტორი.

მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევის ფარგლებში დაზღვეულს შეუძლია თერაპიულ სესიებზე ისარგებლოს თანაგადახდით “თიბისი დაზღვევის” პროვაიდერ ცენტრებში - კამარაში, მენტალ ჰაბში ან დიალოგში. ეს მომსახურება ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტშია ინტეგრირებული.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...