0 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ფრთხილად, საჭესთან ქალია - არაფერია ამაზე მოძველებული, აბსურდული და კომიკური სიტყვათა შეთანხმება“ - ნესტან კვინიკაძე „თეგეტას“ კამპანიაში

მწერალი და ტელეწამყვანი ნესტან კვინიკაძე „თეგეტას“ კამპანიას შეუერთდა, რომელიც საგზაო მოძრაობის კულტურის ასამაღლებლად და დამკვიდრებული მანკიერი წესების შესაცვლელად დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ცნობილი სახეები იმ უარყოფით პრაქტიკაზე საუბრობენ, რომლებსაც ქუჩაში, ფეხით ან მანქანით მოძრაობისას აწყდებიან. მძღოლებისა და ქვეითებისთვის ამ სიტუაციიდან გამოსავალს კი პერსონალურ წერილში წერენ. მათ პირად მიმართვებს თბილისის ქუჩებში „თეგეტა“ იმმძღოლებს უტოვებს, რომლებიც საგზაო მოძრაობის კულტურაზე არ ზრუნავენ. 

ნესტან კვინიკაძისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპია, რომ ქალი გაცილებით ცუდად მართავს ავტომობილს, ვიდრე მამაკაცი. მისი აზრით, სამწუხაროდ, ამ სტიგმას ხშირად თავად ქალები უწყობენ ხელს, როდესაც საქარე მინაზე ან საბარგულთან აკრავენ სტიკერს - „ქალი საჭესთან“.

ნესტან ნენე კვინიკაძე, მწერალი: „ამის საწინააღმდეგო იმდენი არგუმენტი არსებობს, ჩვენს ისტორიაში იმდენი ძლიერი ქალი არსებობდა და არსებობს - მაგალითად, ჩვენ გვყავდა ქალი მეფე, გვყავდა და გვყავს ქალი პოეტები, მხატვრები, ჩემპიონები, უფროსები თუ თინეიჯერები, რომლებმაც რეალურად შეცვალეს სამყარო. ამ ყველაფერთან მიმართებით სექსისტური სტიკერები ყოვლად შეუსაბამოა. სანამ ჩვენს თავს გამოვუტანთ განაჩენს, ან სხვებს მივცემთ ამის მიზეზს, ყველაფერი გავიაზროთ, საკუთარ თავში დარწმუნებით და ცოდნით შეცვალოთ,მაგალითად, სტერეოტიპი - ფრთხილად, საჭესთან ქალია“.  

ნესტან ნენე კვინიკაძის აზრით, ქალების გადაწყვეტილებას, მიაკრან ავტომობილს სექსისტური სტიკერი ორი მიზეზი აქვს. ან საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებულები, ან სხვების გასაფრთხილებლად აკეთებენ ამას. ფიქრობს, რომ შეუძლებელია ასეთმა „გაფრთხილებებმა“ ცუდი მძღოლი გონს მოიყვანოს, ამიტომ უმჯობესია, სხვა მიმართულებით იმუშაონ ქალებმა, აკეთონ ის, რაც ასეთ სიტუაციებში უკეთ აზღვევთ.  

მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულებების პრევენცია ადრეულ განათლებას შეუძლია, ამიტომ ბავშვობის ასაკიდან, მაგალითად, სკოლაში უნდა ისწავლებოდეს საგზაო მოძრაობის კულტურა და მასთან დაკავშირებული თემები. 

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „ნენე კვინიკაძის ეს წერილი ქალებს კიდევ ერთხელ ახსენებს საკუთარ შესაძლებლობებს. ძლიერი ქალების ისტორიებით მოუწოდებს მათ, სჯეროდეთ საკუთარი თავის. „თეგეტას“ კამპანიით ვცდილობთ, სხვადასხვა აქტივობით თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რას ნიშნავს საგზაო მოძრაობის კულტურა. დავუკავშირდით ჩვენს თანამოაზრეებს, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამორჩეულ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი წუხილის შესახებ მძღოლებისთვის პერსონალური მიმართვები დაწერეს. შემდეგ ეს მეგობრული „საჯარიმო“ წერილები ადრესატებს დაუტოვეს. ვფიქრობთ, პერსონალურ კომუნიკაციას კარგი შედეგი მოაქვს. როცა ადამიანს მეგობრულად უხსნი, რა გაწუხებს, რა პრობლემებს გიქმნის ყოველდღიურობაში მისი, ერთი შეხედვით, უწყინარი ქცევა, ისიც შემოდის შენს მდგომარეობაში და იაზრებს, რომ ამით ზიანს გაყენებს. შესაბამისად, ქცევის შეცვლის ალბათობა იზრდება. გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების საერთო ძალისხმევით მიიღწევა“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია — იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე ივლისში დაიწყო და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:37

    თიბისის ტექსკოლაში 600-მა უფროსკლასელმა ტექნოლოგიე...

    ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...

  • 11:34

    „თეგეტა ჰოლდინგის“ 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...