1 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გამართე მანქანა მარტივად - როგორ მუშაობს ციფრული სერვისები ავტო ინდუსტრიაში

ანდე  მანქანა პროფესიონალებს და გამართე მარტივად - თეგეტას ციფრული და დისტანციური სერვისები

 

„ზეთი მაქვს შესაცვლელი, მაგრამ ვერ მოვიცალე“; „მანქანა დიდი ხანია, არ შემიმოწმებია, დრო არ მაქვს“; „ხელოსნებს არასდროს სცალიათ, რამდენჯერაც მივედი, ყოველთვის დაკავებულები არიან...“ ეს ან სხვა მსგავსი წინადადებები მძღოლებისთვის უცხო უნდა გახდეს. ავტომობილთან დაკავშირებული ნებისმიერი დაგეგმილი თუ დაუგეგმავი სერვისი მისი მფლობელისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული. სწორედ ეს იყო „თეგეტა მოტორსის“ მენეჯერების მისია, როცა მათ ციფრული და დისტანციური სერვისების გამართვაზე მუშაობა დაიწყეს.

შედეგად, შეიქმნა სერვისი, რომლითაც მძღოლი ავტომობილთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას მარტივად გადაჭრის ისეთ მულტიფუნქციურ კომპანიაში, როგორიც ქართული საავტომობილო ბაზრის ლიდერი „თეგეტა მოტორსია“.

დროის დაზოგვა, რიგში დგომის თავიდან აცილება და ავტომობილის მარტივად გამართვა - ეს არის „თეგეტას“ ციფრული სერვისით სარგებლობის უმთავრესი უპირატესობები. ვიზიტს დაჯავშნით ონლაინ, ნახავთ და გააკონტროლებთ საკუთარი მანქანის ისტორიას, დისტანციურად შეიძენთ ნაწილებს, ზეთებს, აქსესუარებს და ა.შ. მიიღებთ შენაძენს მთელი საქართველოს მასშტაბით და თუკი ამ ყველაფრისთვის არ გცალიათ, გამოიძახებთ პერსონალურ მენეჯერს და თქვენს მანქანას პროფესიონალებს მიანდობთ.

"თეგეტას" ონლაინ მაღაზიაში (tegetashop.ge) 100 000-მდე დასახელების პროდუქტი  შეგიძლია შეარჩიოთ და ისარგებლოთ სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით, შეძენილი პროდუქცია კი თქვენთვის სასურველი ფილიალიდან გაიტანოთ, ან მიიღოთ მისამართზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. თუ ნაწილი სასწრაფოდ გჭირდებათ და თბილისში ხართ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ექსპრეს-მიტანის სერვისით და შეკვეთას  1 საათის განმავლობაში მიიღებთ.

საჭიროების შემთხვევაში, "თეგეტას" ონლაინ მაღაზიაში შენაძენის გაკეთებაში ქოლცენტრის ან ონლაინ ჩატის ოპერატორები დაგეხმარებიან. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელი ნაწილი თუ საპოხი მასალა გჭირდებათ, „თეგეტა მოტორსის“ კვალიფიციური კონსულტანტები ონლაინ გაგიწევენ კონსულტაციას. კიდევ უფრო მარტივად: თუ თქვენ თეგეტას მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ ეწვიოთ პორტალს mycarhistory.tegetamotors.ge-ს და  ნახოთ თქვენი მანქანის ისტორია, სადაც დეტალურადაა მოცემული, რა სერვისები და პროდუქტები გაქვთ მიღებული „თეგეტაში“ და სწორედ ისტორიის შესაბამისად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი ონლაინ.

კიდევ უფრო მეტი კომფორტისა და სერვისის გამარტივებისთვის „თეგეტა“ გთავაზობთ Online რეზერვაციას - პორტალის საშუალების შეგიძლიათ, ონლაინ დაჯავშნოთ სერვისი და მიიღოთ მომსახურება რიგში დგომის გარეშე. რეზერვაციის პროცედურა ძალიან მარტივია: თქვენ რამდენიმე წუთში შეძლებთ, ჩაეწეროთ მისაღებ დროს, სასურველ ფილიალში და მიიღოთ მომსახურება. ამ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ (reservation.tegetamotors.ge), ასევე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44). ონლაინ რეზერვაციით სარგებლობა ამ ეტაპზე შესაძლებელია თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ფილიალებში.

თუ ავტომობილი მოულოდნელად გაგიფუჭდათ, ან სახლიდან გასვლის გარეშე გსურთ მისი შეკეთება, "თეგეტა" ამ დროსაც მარტივ სერვისს გთავაზობთ. შეგიძლიათ, გამოიძახოთ პერსონალური მენეჯერი და ისარგებლოთ სხვადასხვა სახის მომსახურებით დისტანციურად. „თეგეტა მოტორსის“ მენეჯერი ავტომობილს ან ადგილზევე შეგიკეთებთ, ან წაიყვანს სერვისცენტრში, ჩაუტარებს საჭირო სერვისს და დაგიბრუნებთ თქვენთვის კომფორტულ მისამართზე.

რაც მთავარია: პერსონალური მენეჯერის მომსახურებით სარგებლობისას კომპანია ავტომო-ბილზე სრულად არის პასუხისმგებელი და აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია. პერსონალური მენეჯერი თქვენთან ტელეფონით იქნება კავშირზე და ავტომობილის მდგომარეობისა და საჭირო სერვისის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.

„თეგეტაში“ ხელმისაწვდომი პროდუქციის შეძენა ქოლ-ცენტრის მეშვეობითაც შესაძლებელია. მომხმარებელთა გარკვეული კატეგორიისთვის ეს ყველაზე მარტივი გზაა - შესაძლებელია, დისტანციურად შეარჩიონ და შეიძინონ პროდუქცია. ასეთ დროს, „თეგეტა მოტორსის“ კვალიფიციური კონსულტანტები, დისტანციურად მიაწვდიან მომხმარებელს დეტალურ ინფორმაციას მათთვის საჭირო პროდუქტების შესახებ. თანხის გადახდა ონლაინ-პორტალის საშუალებით არის შესაძლებელი. ქოლ-ცენტრის კონსულტანტის დახმარებით ასევე შესაძლებელია სასურველ ფილიალში სერვისის დაჯავშნა ან „თეგეტას“ პერსონალური მენეჯერის გამოძახება - ერთი სიტყვით, სრული მომსახურების მიღება.

„თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან მოღვაწეობს და ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. კომპანია 350 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტას“ ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და ა.შ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:37

    თიბისის ტექსკოლაში 600-მა უფროსკლასელმა ტექნოლოგიე...

    ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...

  • 11:34

    „თეგეტა ჰოლდინგის“ 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...