1 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ჩაება კამპანიაში ,,პროფესიას არ აქვს გენდერი” და მექანიკოსობით დაინტერესებული ქალების მიღება გამოაცხადა

 

„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“, როგორც ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი კომპანია, აქტიურად ჩაება კამპანიაში - #პროფესიასარაქვსგენდერი. კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციის - „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ - ინიციატივით ხორციელდება. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში “თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ მექანიკოსობით დაინტერესებული ქალების მიღება გამოაცხადა. კამპანიის პირველ ეტაპზე შერჩეული კანდიდატები სწავლებას „თეგეტა აკადემიაში“ გაივლიან, ხოლო სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ სატვირთო ავტომობილის მექანიკოსებად დასაქმდებიან.

კვლევები და ემპირიული დაკვირვება ცხადყოფს, რომ ქალთა მხრიდან პროფესიის არჩევაზე ბევრი სტერეოტიპული ფაქტორი ახდენს გავლენას. როგორც წესი, ქალები არ ირჩევენ ისეთ პროფესიას, სადაც უმეტესად კაცები მუშაობენ. არადა, ასეთი პროფესიები ხშირად უფრო შემოსავლიანი და მოთხოვნადია.

აღნიშნული კამპანიის მიზანია, დაანგრიოს სტერეოტიპები და დაანახოს საზოგადოებას, რომ ხშირად სწორედ თავად ქალებისგან მოდის დაინტერესება ისეთ მასკულინურ პროფესიაზე, როგორიც სატვირთო ავტომობილის მექანიკოსობაა. პირველად საქართველოში, გვაქვს პრეცენდენტი, როდესაც „თეგეტა აკადემიის“ მიერ ფორმირებულ ტრენინგს - „სატვირთო ავტომობილის აგებულების გრძელვადიანი ტრენინგი“ – 16 მონაწილიდან 5 ქალი ესწრება.

„თეგეტა აკადემია“ 2013 წელს კომპანია „თეგეტა მოტორსის“ წიაღში დაფუძნდა. მისი მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში, ახალი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტო მომსახურების სფეროში და მათი შემდგომი დასაქმება „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში.

აღსანიშნავია, რომ  „სატვირთო ავტომობილის აგებულების გრძელვადიანი ტრენინგი“ „თეგეტა აკადემიაში“ 2 ივნისს დაიწყო და 16 ივლისს დასრულდება. აღნიშნულ ტრენინგს ჯამში 16 ადამიანი ესწრება. მათ შორის  5 ქალი, რომლებიც აღნიშნული პროექტისთვის წინასწარ შეირჩნენ. ტრენინგი იყოფა ორ ნაწილად: თეორიული, რომელიც 1,5 თვეს გაგრძელდება, ხოლო პრაქტიკული - 3 თვეს. ტრენინგის მონაწილე ქალებს ავტოსფეროში არანაირი გამოცდილება არ აქვთ. მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი სურვილი გამოთქვეს, მათთვის სრულიად ახალი მიმართულებით მიეღოთ ცოდნა. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ ხუთივე ქალი „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრში დასაქმდება (როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი). ტრენინგის მონაწილეების წარმატება ფასდება 100 პროცენტიანი შკალით. თეორიული კურსის დასაფარად საჭიროა მინუმუმ 70%-იანი ბარიერის გადალახვა.

„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ყოველთვის მხარს უჭერს ქალთა გაძლიერების თემებს და მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს გენდერული კუთხით დამკვიდრებული სტერეოტიპების ნგრევაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:37

    თიბისის ტექსკოლაში 600-მა უფროსკლასელმა ტექნოლოგიე...

    ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 ...

  • 11:34

    „თეგეტა ჰოლდინგის“ 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლები, მანანა ხინაშვილი და ლევან მამულაშვილი - Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულები არიან. უკვე მეექვსე წელია, Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდ...

  • 18:27

    თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხ...

    ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებ...

  • 15:10

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე...

    პროექტი "TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნ...

  • 15:03

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

    სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკუ...

  • 12:43

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - ხუთშა...

    ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting...

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...