1 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბრიტნი სპირსი 10 მილიონის რჩეულია

ჩამოტვირთვა

პოპ-პრინცესა ბრიტნი სპირსი, მიუხედავად მისი კარიერული ჩავარდნებისა, მაინც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკოსად ითვლება მთელს მსოფლიოში. მისი "ტვიტერის" ფან-კლუბი 10 მლნ-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს. სოციალური ქსელების ისტორიაში ამ ბარიერის გადალახვა მხოლოდ ექვსმა ადამიანმა შეძლო. ბრიტნი მათ შორის ბოლო ადგილზეა. პირველი ადგილი ფანების რაოდენობით ლედი გაგამ დაიკავა. მის "ტვიტერის" ფან-კლუბში 13 მლნ-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. მეორე ადგილი ჯასტინ ბიბერს ეკუთვნის. მესამე ადგილის მფლობელი აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაა. მისი ფანკლუბის წევრთა რაოდენობა 11 მილიონს აჭარბებს. მას ოდნავ ჩამორჩება მეოთხე ადგილის მფლობელი კეიტი პერი. ხოლო ბრიტნი სპირსის წინა პოზიციაზე სომხური წარმოშობის ამერიკელი ვარსკვლავი, რეალითი შოუს მონაწილე კიმ კარდაშიანია. კიმის "ტვიტერის" ფანკლუბში 10 მლნ-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები