0 9 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სახლი, საავადმყოფო, ადმინისტრაციული შენობა

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გამოქვეყნებული განახლებული ინფორმაციის მიხედვით, რუსების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.

პროკუდინის ცნობით, რუსეთის ძალებმა ცენტრალურ ხერსონს არტილერიით დაარტყეს, დაზიანდა მინიმუმ 15 სახლი, საავადმყოფო, ადმინისტრაციული შენობა და რვა მანქანა, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანა.

დაღუპულებს შორის არიან 62 წლის ქალი და 45 წლის მამაკაცი, ხოლო დაშავდნენ რუსების სამიზნე საავადმყოფოს ორი მედპერსონალი, 81 წლის პაციენტი და 2 თვის ჩვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები