0 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის ტექსკოლის ერთი წელი

ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა. აქ, მთელი საქართველოდან მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით ეუფლებიან ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს და იძენენ უნარებს, რომლებიც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ. 

თიბისიმ, 2023 წელს, ახალი თაობისთვის, ტექნოლოგიების შემსწავლელი, სრულად დაფინანსებული ტექსკოლა დააარსა. სასწავლო პროგრამა განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის.

ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების შექმნა, ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული დიზაინი, ფოტო-ვიდეოგრაფია და UI/UX დიზაინი. ეს იმ სამ თვიანი კურსების ჩამონათვალია, რომლებსაც თიბისი სთავაზობს ტექსკოლის მონაწილეებს.

თიბისიმ ტექსკოლა, ჯეოლაბთან პარტნიორობით დააარსა და მას უკვე, მთელი საქართველოდან 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. აღსანიშნავია ისიც, რომ გაზაფხულის ნაკადის მონაწილეთა 15%-მა, წინა სემესტრებში, უკვე გაიარა ტექსკოლის სხვადასხვა კურსი და ტექნოლოგიების სხვა მიმართულების კურსებს აქვე ეუფლება.

სხვადასხვა პროექტების განხორციელებით, თიბისი, ყოველთვის ზრუნავდა განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე. 2023 წელს კი ახალი თაობის შთაგონება, მათი მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად იქცა. თიბისი, არაერთი საგანმანათლებლო ინიციატივის განხორციელებით, მომავალშიც გააგრძელებს ახალი თაობის აქტიურ მხარდაჭერას.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები