1 5 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სრულიად ახალი და ყველაზე მძლავრი მაზდაCX90 საქართველოშია

 

სრულად ახალი და ყველაზე მძლავრი მაზდა CX90 საქართველოშია

უპრეცედენტო სიმძლავრე, დახვეწილი დიზაინი და მთლიანად მძღოლზე მორგებული ჭკვიანი სისტემა - მაზდა CX90 უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის გამორჩეული მოდელი სრულიად ახალი ტექნიკური მახასიათებლების ავტომობილია, რომელიც წინა მოდელებისგან ძრავის მოცულობით, სისწრაფითა და ამავდროულად ეკონომიურობით გამოირჩევა. ქართველი მომხმარებლებისთვის მაზდა CX90 ექსკლუზიურად „მაზდა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია ხელმისაწვდომი.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „ CX90 მაზდას აქამდე არსებულ მოდელებს შორის ყველაზე დიდი და გამორჩეულია. მნიშვნელოვანია ის, რომ CX90 გამოსვლისთანავე შემოვიყვანეთ საქართველოს ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდისთვის ჩვენი ქვეყანა სტრატეგიულ ადგილად მიიჩნევა. ბოლო პერიოდში საქართველოში მაზდას მომხმარებლების რაოდენობა მკვეთრად იზრდება და ჩვენი მიზანიც იაპონური ბრენდი კიდევ უფრო პოპულარიზებაა.

CX90 გამოირჩევა სიდიდით და აღჭურვილია სავარძლების მესამე რიგით, რაც მას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის მძღოლებისათვის, რომლებსაც საშუალოზე დიდი ოჯახი ჰყავთ, 5-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა უწევთ ან უბრალოდ მათთვის, ვისთვისაც დიდი სივრცე კომფორტის შემქმნელი მთავარი ფაქტორია. უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილი აღჭურვილია 3.3 მოცულობის, ექვსცილინდრიანი, ტურბო ძრავით, რომლის საშუალებითაც 345 ცხენის ძალის განვითარებაა შესაძლებელი. მაზდას აქამდე არსებულ ყველაზე მძლავრ მოდელს რომ შევადაროთ, მას 285 ცხენის ძალა ჰქონდა.

ავტომობილს 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 6.9 წამში შეუძლია, მაქსიმალური სისწრაფე კი 219 კმ/საათია. სიმძლავრესთან მიმართებით CX90 საკმაოდ ეკონომიურია, მისი ძრავა Miled Hybrid-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის ძრავით, რომელსაც მუდმივ რეჟიმში ჩართული ელექტროგენერატორი ეხმარება, რაც უზრუნველყოფს წვის შემცირებას, უკეთეს აჩქარებასა და მაქსიმალურად ნაკლებ ხმაურს. გარდა ამისა, ბევრად ნაკლებია გამონაბოლქვის დონეც.

მაზდას ახალი მოდელი წარმოდგენილია უმაღლესი კომპლექტაციით. SUV ტიპის ავტომობილი გაწყობილია ტყავის სალონითა და პანორამული ლუქით. ჭკვიანი სისტემის საშუალებით კი იმახსოვრებს მძღოლის მონაცემებს და მას სახით ამოიცნობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ჩასხდომის წინ სავარძელი ერგება იმ კონკრეტულ მძღოლს, რომელიც იმ დროისთვის მართავს ავტომობილს. 

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „როგორც წესი, მაზდას ავტომობილების შექმნისას რენდი ორიენტირებულია მძღოლზე, რათა მანქანის მართვა მისთვის მაქსიმალურად კომფორტული გახადოს და ეს იგრძნობა დიზაინის თითოეულ დეტალში. CX90 თავისი კომპლექტაციით, დახვეწილი დიზაინითა და გაუმჯობესებული ტექნიკური მონაცემებით მგზავრობის აბსოლუტურად განსხვავებულ, სასიამოვნო და უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს“.

​​ავტომობილის დიზაინი იაპონური ხედვით შეიქმნა, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეული დეტალი მძღოლის კომფორტზეა მორგებული. CX90-ს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის უკონტაქტო გასაღები და ღილაკზე დაქოქვის სისტემა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილი აღჭურვილია საქარე მინაზე დაპროექტებული ფერადი აქტიური მართვის ეკრანითა და ისეთი ფუნქციებით, როგორებიცაა: Off-Road-Traction-ი, სავარძლები რვა პოზიციიანი რეგულირებით, საჭის თბობის ფუნქცია და Sport ღილაკი.

CX90 როგორც ტექნიკური მონაცემებით, ისე ექსტერიერითა და ინტერიერით გათვლილია ადამიანებზე, რომლებისთვისაც ავტომობილი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ გადაადგილების საშუალება.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები