1 6 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ და EBRD-იმ “თბილღვინოს” საქვევრე მეურნეობა, მაღალტექნოლოგიური ჩამოსასხმელი ხაზი და ვენახების გაშენება დაუფინანსეს

თიბისიმ  და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, „თბილღვინო“ 12 მილიონით ლარით დააფინანსეს, რომლის დახმარებითაც, კომპანია საქვევრე მეურნეობას ააშენებს, მაღალტექნოლოგიურ ჩამოსასხმელ ხაზს შეიძენს და ყურძნის უნიკალური ქართული ჯიშების ვენახებს გააშენებს. დაფინანსების ფარგლებში, დამატებით, „თბილღვინო“ EBRD-ისგან 800 000 ლარის ოდენობის გრანტს და საკონსულტაციო მომსახურებას მიიღებს.

 

„თბილღვინოს“ გადაწვეტილებით, აპრილიდან კომპანიამ რუსეთში გადატვირთვები შეაჩერა. ამის საპირწონედ კი, მაქსიმალური რესურსი ჩადო სტრატეგიულ ბაზრებზე განვითარებასა და ახალი ქვეყნების ათვისებაში. აღნიშნული მხარდაჭერა კომპანიას და მის პროდუქტს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.

 

პროექტის ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მეთოდით აშენებული უნიკალური არქიტექტურის საქვევრე მეურნეობა EBRD-ის გარემოსდაცვით პოლიტიკასთან თავსებადობას, ეკოლოგიაზე ზრუნვასა და მდგრად განვითარებას გააერთიანებს. მეურნეობის ქვევრებში სხვადასხვა ქართული ჯიშის ქვევრის ღვინო დამზადდება. აქვე განთავსდება სტუმრების მისაღები დარბაზი, სადაც შესაძლებელი იქნება ღვინის დეგუსტაცია და სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება. 

 

მაღალტექნოლოგიური ჩამოსასხმელი ხაზი გაზრდილ წარმადობას და ენერგო ეფექტურობას უზრუნველყოფს. „თბილღვინოს“ საჭიროებებზე მორგებული, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საწარმოო აღჭურვილობა, საექსპორტო პოტენციალის ზრდის წინაპირობა იქნება.

 

„დღესდღეობით „თბილღვინო“ წარმოების სრულ ჯაჭვს აკონტროლებს და მართავს - ვენახებისთვის მიწის სწორი შერჩევიდან დაწყებული, პროდუქციის დისტრიბუციამდე, რაც საბოლოოდ, მაღალ ხარისხს განაპირობებს. პირველი ვენახების გაშენება 2013 წელს დავიწყეთ და ახლა 405 ჰექტრით ქინძმარაულის, მუკუზნისა და წინანდლის მიკროზონებში ვართ წარმოდგენილები. ბოლო ათწლეულია განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქართულ უიშვიათეს ენდემურ ჯიშებს. 2022 წელს შევქმენით ქვევრის მცვივანი, 2023-ში კი ისეთი საინტერესო ღვინოების  წარმოებას ვაპირებთ, როგორებიცაა ვარდისფერი რქაწითელი და ბუდეშური საფერავი. ეს „თბილღვინოსთვის“ უკვე მეორე წარმატებული თანამშრომლობაა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან. 2011 და 2013 წლებში,  საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) გაცემული ფინანსური რესურსით მხარი დაუჭირა და ხელი შეუწყო „თბილღვინოს“ კაპიტალის ზრდასა და კომპანიის განვითარებას“, - ზურაბ მარგველაშვილი, „თბილღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი. 

 

„გვეამაყება, რომ უკვე 22 წელია “თბილღვინოს“ წარმატების ისტორიის თანამონაწილეები ვართ, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ქართულ ღვინოს ქმნის და საქართველოს სახელს ასე წარმატებით ამკვიდრებს დივერსიფიცირებულ ბაზრებზე. მოხარული ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, „თბილღვინომ“ მსხვილი ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიის განვითარებას და კაპიტალის ზრდას. ჩვენი მიზანია, რომ ქართველი მეღვინეები თანამედროვე ტექნიკითა და დანადგარებით იყვნენ აღჭურვილნი და საბოლოოდ, მსოფლიო ბაზრისთვის კონკურენტული პროდუქცია შექმნან. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მეღვინეებს მთელი პროცესის განმავლობაში ვუჭერთ მხარს - ვენახის მოვლიდან დაწყებული, პროდუქტის ექსპორტზე გატანით დამთავრებული“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

„მოხარული ვარ, რომ მხარს ვუჭერთ ქართულ ბიზნესს, რომელიც ტრადიციული მეღვინეობის და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით ამ დარგს საერთაშორისო ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. EBRD წელს საქართველოში ოპერირების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ დროის განმავლობაში, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ქართული კერძო სექტორის მდგრადი განვითარება და მეტი ინოვაციების მეშვეობით, მისი საექსპორტო პოტენციალის ზრდაა. განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ დღევანდელი შეთანხმება ბიზნესის განვითარებასთან ერთად, გარემოსდაცვით ასპექტებსაც მოიცავს - თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, „თბილღვინო“ შეძლებს წარმადობის ენერგო-ეფექტურად გაზრდას”, - კატარინა ბიორლინ ჰანსენი, EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...