2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი კაპანაძე:"სისხლიანმა ჯალათმა გახარიამ მშვიდობიანი და მეგობრული პანკისელებიც კი ერთმანეთს გადაჰკიდა სამკვდრო-სასიცოცხლოდ"

"ინტერნეტ მედია ჯგუფის" ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში პანკისში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და წერს:

"ხელისუფლების და პირადად გახარიას ძალიან ცუდ პროპაგანდას პანკისში მკვლელობა და დაჭრა მოჰყვა.

კერძოდ: პანკისელთა დიდი ნაწილი იქ ჰესის აშენების სასტიკი წინააღმეგია.
თუმცა, პანკისის მოვლენების შემდეგ გახარიამ დაიწყო ზოგიერთის გადმობირება.
შესაბამისად, ჰესის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს, კერძოდ კი, სოფელ ჯოყოლოს მკვიდრ მუთოშვილებსა და სოფელ დუისის მკვიდრ ქავთარაშვილებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რომელიც პირად მტრობაში გადაიზარდა.

შედეგად, დღეს, სოფელ საკობიანოს ასახვევში დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც ერთერთი მათგანი, გვარად მუთოშვილი მოკლეს, ოთხი კი დაჭრეს.

ამ სისხლიანმა ჯალათმა გახარიამ მშვიდობიანი და მეგობრული პანკისელებიც კი ერთმანეთს გადაჰკიდა სამკვდრო-სასიცოცხლოდ."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები