2 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მარტო ეს ოთხი საქმე საკმარისია, რომ ივანიშვილი დიდი ხნით წავიდეს ციხეში…” – ნინო ჯანგირაშვილი ივანიშვილზე

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"არ ვიცი ხაზარაძე რას იზამს პოლიტიკაში, მაგრამ ხაზარაძის საქმეში მინიმუმ ოთხი ეპიზოდია, რომელიც პირადად ივანიშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის საკმარისია:

1. ქურდული გარჩევა მთავარი პროკურატურის მონაწილეობით ბიზნესმენებს შორის, (ამ შეხვედრის შესახებ პირველმა სწორედ ივანიშვილმა მოყვა და დიდი დადასტურებაც არ ჭირდება)საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელის გამოტანის თხოვნა ხაზარაძის მიმართ, რაც სავარაუდოდ იმ მომენტისთვის რუსთავი2–ის საქმესთანაც იყო ბმაში.

2. შეთავაზება ხაზარაძისთვის ეყიდა პროგრესბანკი ბანკ რესპუბლიკასთან ერთად. (ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამენტში თქვა). წესით პროკურატურა ახლა პროგრეს ბანკში დატრიალებულ დანაშაულებრივ ამბებს უნდა იძიებდეს და იმას, თუ რატომ იყო ივანიშვილი დაინტერესებული რომ ის ბანკი ვინმესთვის შეეტენა და რატომ იყენებდა ამისთვის მის არაფორმალურ გავლენას .

3. მოთხოვნა თიბისისთვის, 100 მილიონიანი პორტფელი 4 მილიონად მიეცა ქართუსთვის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაპირებული ვალების განულების პროგრამის ფარგლებში.(ამაზეც პარლამენტში თქვა ხაზარაძემ)

4. მუქარის წერილი, რომელსაც სანამ ხაზარაძეს გადასცემდნენ მგონი მთელმა ქართულმა ოცნებამ სათითაოდ მოკიდა ხელი და თუ ეს საქმე რეალურ გამოძიებაში წავა, პირადად ივანიშვილამდე მივა აუცილებლად.

მარტო ეს ოთხი საქმე საკმარისია, რომ ივანიშვილი დიდი ხნით წავიდეს ციხეში. და წარმოიდგინეთ ასეთი რამდენი იყო ამ შვიდი წლის მანძილზე."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები