0 7 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

სოფო ბათილაშვილის უდიდესი წარმატება - მომღერლის სწავლა ბერკლიმ 100 ათასი დოლარით დააფინანსა

პროექტ "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებულმა  სოფო ბათილაშვილმა ბერკლის სამუსიკო კოლეჯში, 4 წლიან საბაკალავრო პროგრამაზე დაფინანსება მოიპოვა. უნივერსიტეტი მომღერალს 100 000$-ით დააფინანსებს.

"ჩემი ოცნება სწავლა და ქმნაა. 
სწავლა ისე მწყურია, როგორც არაფერი სხვა. ბერკლის არსებობის შესახებ პატარა ასაკში გავიგე და მას შემდეგ ჩემს ოცნებად იქცა იქ წასვლა და განათლების მიღება, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული (აი დაახლოებით ისეთი ამბავია, ჩემი ხელფასით რომ 15 წელი დამჭირდებოდა თანხის შესაგროვებლად)...

კომპანია ავერსმა ბერკლიში 5 კვირიან პროგრამაზე სასწავლებლად გამიშვა! ყველა ხარჯი მომიწესრიგა და ბოლომდე,თვითნფრინავში ჩაჯდომამდე მხარში მედგა. რატომ? არ ვიცი. არც ჩემი ნათესავები არიან, არც ვინმე ჩემიანის, აშკარად არც ეშმაკისთვის მიმიყიდია სული.

ასეთი ამბავია! 
გავიარე გამოცდა და 4 წლიან ბაკალავრზე სასწავლებლად ჯამში 100 000$-ით დამაფინანსა ბერკლიმ," - წერს სოფო ბათილაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები