0 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეს ექიმი ოლეგ კვიციანია, რომელმაც მამას პატარა ბავშვი ხელიდან გამოსტაცა და გაჩერებული გული აუმუშავა

დიდ დიღომში, აფეთქებისას გიორგი ჟამერაშვილის მიერ გადაღებულმა ფოტომ საზოგადოება შეძრა. ფოტოზე გამოსახულია ორი მამაკაცი, ერთ მათგანს აფეთქებისას დაზარალებული პატარა გოგონა უჭირავს ხელში და მას გულისცემას უსინჯავს, მეორე კი ბავშვის მამაა.

თვითმხილველის თქმით, ეს კაცი ექიმი, ქირურგი ოლეგ კვიციანია. ექიმმა  დაშავებული პატარა მამას ხელიდან გამოსტაცა,  ჩაუტარა პირველადი სამედიცინო დახმარება და აუმუშავა გაჩერებული გული. ბიჭუნა მალევე "იმედის" კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ისევ გაუჩერდა გული და მისი ამუშავება ექიმებმა ვეღარ შეძლეს. სამწუხაროდ, 4 წლის მოზარდი დაიღუპა.

"ოლეგ კვიციანი❤️ამ ადამიანს ბევრი იცნობს,მაგრამ ყველა უნდა იცნობდეს.უძლიერესი ქირურგი!სასწაულმოქმედი!პროფესიონალი!და უმაგრესი ადამიანი❤️გუშინ შევარდა ნანგრევებში და თავისი ხელით გამოყავდა ბავშვები და უწევდა პირველად დახმარებას❤️😌Oleg Kvitsianiძალიან მიყვარხარ!❤️რა მაგარია რომ შენნაირი ადამიანები არსებობენ,"- წერენ სციალურ ქსელში.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები