0 2 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეთ სასწორი

1. სასწორს ყველაზე უკეთ შეუძლია მონახოს და შეინარჩუნოს ბალანსი.
სასწორი ადამიანებს მაშინ იზიდავს, როცა ამ უკანსაკნელებს პრობლემები აქვთ, რადგან ისე როგორც არავის, სასწორს შეუძლია გამოიტანოს სწორი დასკვნები და მონახოს პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე ოპტიმალური გზა.
სასწორი არასოდეს დაგპირდებათ, რომ მოგიგვარებთ ნებისმნიერ პრობლემას, მაგრამ როცა ამის აუცილებლობა -0:06არსებობს, ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რომ დაგეხმაროთ. 
ყურადღება: სასწორი არ იმეგობრებს თქვენთან, თუკი კარგი ადამიანი არ ხართ, მაგრამ მეგობრების გამო შეუძლიათ ეშმაკს სული მიჰყიდონ.

2. ის ძალიან მიმზიდველია.

სასწორი მარტივად აწონებს ადამიანებს თავს. მას შეუძლია დაგარწმუნოთ, რომ თქვენ ყველაზე საინტერესო და უმნნიშვნელოვანესი ფიგურა ხართ. ის საუკეთესო მსმენელია.
სასწორი ძალიან დაკვირვებულია და საოცარი აღქმის უნარი აქვს. მას არ უყვარს ზედაპირული ადამიანები და მაშინვე ამოგშლით სიიდან, თუკი სიყალბესა და ფარისევლობას შეგამჩნევთ.

3. სასწორი – მგრძნობიარე ადამიანია.

ის გულისხმიერია და გულწრფელად აინტერესებს, რა ხდება მისი მეგობრების ცხოვრებაში. თუკი მაინც ვინმეს აწყენინებს, სწრაფადვე გამოასწორებს ამას საკუთარი ქარიზმითა და სიკეთით.

4. ის რომანტიკულია

სასწორს  მთელი გულითა და სულით სიყვარული შეუძლია. თუკი, გაგიმართლათ და სასწორს შეუყვარდით, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ ბედნიერი და მუდამ დაცული იქნებით.
სასწორისთვის მნიშვნელოვანია, მისი პარტნიორი გრძნობდეს, რომ მასზე ზრუნავენ და უყვართ. მას პატარ-პატარა სიურპრიზების კეთებაც უყვარს და ძვირად ღირებული საჩუქრებისაც. 
სასწორი – ერთგული პარტნიორია, ის საყვარელი ადამიანის ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებს. მაგრამ არ სჯერა ერთი ნახვით სიყვარულის. ურთიერთობაში სასწორი ფრთხილია და დაკვირვებული. 

5. სასწორი – "სოციალური პეპელაა"

ვერავინ ისე ვერ უმკლავდება უხერხულ სიტუაციებს, როგორც სასწორი. ის – ცნობილი დიპლომატია და მარტივად, მოხერხებულად და ძალიან ელეგანტურად შეუძლია ახსნას ნებისმიერი უცნაურობა.
სასწორს უყვარს ადამიანების გარემო, მხიარულება და ნებისმიერი სისულელის საათობით გარჩევა. სასწორი – შემოქმდებითი ნატურაა, რომელსაც გამუდმებით ჭირდება დიალოგი.

6. სილამაზე: როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი

სასწორს საოცრად მიმზიდველი გარეგნობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანს ვერ ვუწოდებთ "ლამაზმანს", მათ მაინც საოცარი თანდაყოლილი, ბუნებრივი მომხიბვლელობა აქვთ. 
სასწორს სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი, ვენერა მფარველობს - ამით კი ბევრი რამ არის ნათქვამი. სასწორი ყველაფერში სილამაზეს აფასებს: მეგობრებშიც, საყვარელ ადამიანებშიც, ხელოვნებაშიც, წერილშიც და მუსიკაშიც. და დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარი სახლის ინტერიერის მოწყობას. 
სასწორი ამაყობს თავისი გემოვნებით და ამის საფუძვლიანი მიზეზიც აქვს! 

7. სასწორი – იდეალური კოლეგა და უფროსია.

სასწორს შეუძლია სხვა ადამიანის ენერგიის მართვა. მას შეუძლია მოტივაცია შეუქმნას გუნდს და უკანასკნელი ძალები მოაკრებინოს კოლეგებს, რათა დასახულ მიზანს მიაღწიონ. ამასთან ყველანაირად ერიდება კონფლიქტურ სიტუაციებს. უბრალოდ თვლის, რომ არ ღირს ამაზე დროის დახარჯვა!
სასწორი მთელი შემართებით უდგება სამუშაოს და აფასებს ჯანმრთელ ურთიერთობას კოლექტივში. ამისათვის კი თავად ყველაფერს აკეთებენ. 

8. ის ინტელექტუალია

სასწორი – ჰაერის ნიშანია, ამიტომაც ყოველთვის იღწვის თვითგანვითარებისთვის. მისთვის უმნიშვნელოვანესია ინტელექტის ძალა. 
ის ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებს რაციონალურად აზროვნების უნარს და გამუდმებით ეძებს და პოულობს კიდეც ყოფითი პრობლემების ყველაზე ოპტიმალურად მოგვარების ხერხებს.
ეს ყველაფერი იმიტომ, რომ საშინლად არ უყვარს ექსტრემალურ პირობებში მუშაობა. 

9. სასწორი აფასებს ყველაფერ მშვენიერს.

ის – ძალიან კულტურული ადამიანია. აფასებს თავის სოციალურ გარემოცვას და ბუნებას. როგორც წესი, სასწორი ნაკითხია, კარგად ინფორმირებული და გემოვნებით ჩაცმული. მას შესაბამისად შეუძლია შეაფასოს, როგორც  მზის ლამაზი ჩასვლა, ასევე ღრმა ფილოსოფიური საუბრებიც. 

10. ის იდეალისტია

სასწორი ყოველთვის ეძებს ცხოვრების საუკეთესო, სრულყოფილ და ყველაზე ჰარმონიულ მეთოდს. მის იდეალურ სამყაროში ყველაფერი დაბალანსებულია და სამართლიანი, ამ სამყაროში ადგილი არ აქვს კონფრონტაციებსა და კონფლიქტებს.
რა თქმა უნდა, ასეთი იდეალური სამყარო არ არსებობს. და ეს – სასწორის მთავარი იმედგაცრუებაა. 
ამიტომაც ის იღწვის თვითიდიალიზაციისა და სრულყოფილებისკენ. რასაც უნდა აკეთებდეს სასწორი, ის ყოველთვის იმის ძიებაში იქნება, გააკეთოს საუკეთესოდ და სწრაფად. ხანდახან ეს თვისება სასწორს ხელს უშლის დატკბეს ცხოვრებით, მაგრამ რას იზამს – ასეთია სრულყოფილებისკენ სწრაფვის ფასი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები