0 0 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ღაზა-ისრაელის საზღვარზე საპროტესტო აქციებისას 26 პალესტინელი დაიღუპა, 900-ზე მეტი დაიჭრა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ღაზა-ისრაელის საზღვარზე დაწყებული საპროტესტო აქციებისას 26 პალესტინელი დაიღუპა, 900-ზე მეტი დაიჭრა.

როგორც უცხოური მედია  იუწყება, რამდენიმე პალესტინელი შეეცადა საზღვარზე არსებული ბარიერები გადაელახა და ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრილიყო, დემონსტრანტები ასევე წვავდნენ ავტომობილების საბურავებს. 

პალესტინელები ღაზას სექტორში საყოველთაო გაფიცვას აშშ-ს იმ გადაწყვეტილებაზე პროტესტის ნიშნად აწყობენ, რომლის მიხედვით საელჩო იერუსალიმში გადააქვთ. რეგიონში არ მუშაობს მაღაზიები, სკოლები და უნივერსიტეტები. გამოსვლებისკენ მოწოდება გააკეთა ყველა პოლიტიკურმა ძალამ, მათ შორის რადიკალურმა მოძრაობამ „ჰამასი“. 

იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნის ცერემონია დღეს გაიმართება. ღონისძიება ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაიწყება და მასში 800 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას ვიდეომიმართვით აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები