2 1 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"თქვენ აჩვენეთ მთელ მსოფლიოს, რომ ხართ ამაყი ხალხი" - სააკაშვილი სარგსიანის გადადგომას ეხმაურება

„ის, რაც მოხდა სომხეთში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მასშტაბის მოვლენა. ეს არის რუსეთის წინააღმდეგ აჯანყება პირველ რიგში. მე ბევრ სომეხთან მაქვს ურთიერთობა და მათ ყელში აქვთ ამოსული, რომ  რუსეთი მოაჯდა იქ ყველაფერს თავს და ეს არის გამოვლინება რომ ხალხის ნება არის ყოველთვის უმთავრესი. რომ ხალხი ყველანაირ ოლიგარქიას დაამარცხებს. ყველანაირ ტყუილებს დაამარცხებს და ხალხი ყოველთვის გამოვა გამარჯვებული. ეს არის ძალიან შავი დღე ვლადიმერ პუტინისთვის იმიტომ, რომ ჯერ დასავლეთი დაემუქრა და გაატარა მის მიმართ სანქციები, მის ოლიგარქებს დაარტყეს და ახლა პრაქტიკულად ავიწროებენ მისი გავლენების არეალს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით რუსეთის დასუსტებას და იმ მოვლენებს, რაც ახლა სომხეთში ხდება საქართველოსთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

„2012 წელს ჩვენ თავზე მოგვახვიეს სწორედ იმის გამო, რომ რუსეთის გავლენა გაძლიერდა და დასავლეთი ჩვენს რეგიონში შესუსტდა. ახლა ყველაფერი პირიქით მიდის. დასავლეთი ბრუნდება. საქართველო, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ხმას, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის თავისუფლებას და ვერანაირი ფული, ვერანაირი ხრიკები, ყველაფერი ეს ჰქონდა სარგსიანს საკმარისზე მეტი, ვერანაირი რუსეთის მხარდაჭერა, ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეაჩერებს ხალხის სუვერენულ უფლებას იცხოვროს ნორმალური ცხოვრებით,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი უნდა გათავისუფლდეს ოლიგარქებისგან, ბანკებისგან და წნეხისგან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები