0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სროლა YouTube-ს შტაბბინაში: არიან დაღუპულები და დაშავებულები

ჩრდილოეთ კალიფორნიაში, Youtube-ის ერთ-ერთ ფილიალთან, სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაჭრილები საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. დაშავებულები სან ფრანცისკოს ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებიან. ამერიკის ხელისუფლება აფრთხილებს მოსახლეობას, დატოვონ მიმდებარე ტერიტორია.

მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედი სწრაფი კვების ობიექტის თანამშრომელის თქმით, მან დაინახა ახალგაზრდა ქალი, რომელიც აქტიურად ისროდა. BBC-ის ინფორმაციით, მსროლელი ლიკვიდირებულია.


სროლა შტაბბინის ტერიტორიაზე მდებარე ღია კაფეტერიაში დაიწყო თბილისის დროით 23:40 წუთზე, რის შესახებაც „იუთუბის“ თანამშრომლებმა მაშინვე დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება საკუთარი სოციალური გვერდების დახმარებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები