0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"რის გამო დავკარგეთ ამდენი ადამიანი? ვიღაცის დოყლაპიობის გამო“ - პუტინი ტრაგედიას ეხმაურება

რუსეთის პრეზიდენტი კემეროვოში ჩავიდა და იქ დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა:

„ეს რა ხდება, ეს ხომ საომარი მოქმედებები ან მაღაროზე მეთანის ამოფრქვევა არ არის. ადამიანები ბავშვებით დასასვენებლად მივიდნენ. 

ჩვენ დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რის გამო დავკარგეთ ამდენი ადამიანი? ვიღაცის დანაშაულებრივი გულგრილობისა და დოყლაპიობის გამო“ განაცხადა პუტინმა გამართულ თათბირზე. მან ასევე მოუწოდა საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრე ბასტრიკინს შეფასება მიეცეს იმ თანამდებობის პირების ქმედებებს, რომელთა გამოც ასეთი ტრაგედია დატრიალდა.

კემეროვოში, 25 მარტს სავაჭრო-გასართობ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის უმეტესობა ბავშვია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ფარგლებში ხუთი პირია დაკავებული. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები