0 2 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზუგდიდში სამი ადამიანი დაჭრეს

ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად სამი ადამიანი დაჭრეს. დაჭრილები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მომხდარი ქურდულ გარჩევას უკავშირდება.

"დაჭრილი სამი პირიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო დანარჩენი ორის მდგომარეობა სტაბილურია," - ამის შესახებ  ჰოსპიტალის დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ განაცხადა.

როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება 19/109 - მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები