0 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

14 წლის მოდელი ჩინეთში 13-საათიანი მუშაობის შემდეგ გარდაიცვალა

რუსი მოდელი ვლადა დზიუბა აზიელი დიზაინერების ჩვენებაში მონაწილეობდა. 13-საათიანი სამუშაო დღის შემდეგ გოგონა გარდაიცვალა, როგორც გაირკვა, მას სამედიცინო დაზღვევაც არ ჰქონია. 

მოდური ჩვენების დროს კულისებში გოგონა ცუდად გახდა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 2 დღე კომაში იმყოფებოდა.  გარდაცვალების მიზეზად მენინგიტი დასახელდა. როგორც ექიმები ვარაუდობენ, მუშაობისგან გატანჯული ორგანიზმი ვირუსს ვერ გაუმკლავდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ვლადა ჩვენებამდეც ცუდად გრძნობდა თავს, გოგონას დედა ურეკავდა და აფრთხილებდა საავადმყოფოში მისულიყო გამოკვლევებზე. შვილმა დედას უთხრა, რომ 13 საათი მუშაობდა, დაიღალა და ტემპერატურამაც აუწია. 

საავადმყოფოში გოგონა არ მისულა, სკოლის მოსწავლე შანხაიში სამედიცინო დაზღვევის გარეშე მუშაობდა. მას სამ თვიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული. 

ბუნებრივია, გოგონას შანხაიში ჰყავდა კურატორი, მაგრამ როგორც ჩანს, მისთვის ფულის გამომუშავება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მოდელის საბუთების და მათ შორის, სადაზღვევო ბარათის დეტალურად შემოწმება. 

როგორც გაირკვა, ვლადა საავადმყოფოში დოკუმენტების გარეშე მიიყვანეს. სწრაფად მიიღეს თუ არა იგი ექიმებმა, იქნებ დაგვიანდა გამოკვლევების ჩატარება? სცადეს თუ არა სკოლის მოსწავლის გადარჩენა?

კონტრაქტის თანახმად, გოგონას დღეში 4 საათზე მეტი არ უნდა ემუშავა. მისი გარდაცვალების ზუსტ მიზეზზე საუბარი ნაადრევია. წინასწარი ვარაუდით - ვირუსი და ძლიერი გადაღლილობა გახდა მოდელის გარდაცვალების მიზეზი. 
mshoblebi.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები