1 6 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლონდონში საცხოვრებელი კორპუსი იწვის (პირდაპირი ეთერი)

  ლონდონში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძარი ლონდონის დასავლეთით, Grenfell-ის მრავალსართულიან საცხოვრებელი კომპლექსს გაუჩნდა.

როგორც მედია იტყობინება, არსებობს კორპუსის ჩამონგრევის საშიშროება.

BBC-ის ცნობით, ადგილზე 200-მდე მეხანძრე მუშაობს. შენობიდან ხალხის ევაკუაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

თვითმხილველების თქმით, შესაძლოა იყოს მსხვერპლი, რადგან რამდენიმე ადამიანი მათი ინფორმაციით, ფანჯრიდან გადმოხტა.  დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. 
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. 

ლონდონის მერის სადიკ ხანის განცხადებით, ხანძარს "მასშტაბური ინციდენტის" სტატუსი მიენიჭა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები