1 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ექიმებმა პაციენტის მკლავებში, ტერფებსა და კისერში 75 მეტალის ნემსი აღმოაჩინეს

 კაცი, რომლის სხეულშიც 75 ნემსი და ქინძისთავი აღმოჩნდა, ინდოეთიდანაა. ის გეგმიური ქირურგიული ოპერაციისთვის მივიდა სავადმყოფოში. მას პროცედურის გაკეთება სურდა ფეხის თითებზე, რა დროსაც ექიმებმა უამრავი ნემსი დააფიქსირეს ტერფებში.

გარდა ამისა, გამოძიების განცხადებით, 56 წლის კაცს 12-ზე მეტი ნემსის ნაწილი ჰქონდა სხეულის სხვა მიდამოებში.

არც პაციენტსა და არც მის ოჯახს არ აქვთ ვერსია, საიდან მოხვდა ნემსები ორგანიზმში, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ ეს განზრახ გაკეთდა.პაციენტი ადგილობრივი რკინიგზის კომპანიის თანამშრომელია. ის სწორედ რკინიგზის საავადმყოფოშია განთავსებული.

75 ნემსიდან 40 ყელში აქვს, 25 მარჯვენა ფეხში და 2 - მკლავებში.მისი ვაჟი აცხადებს, რომ ოჯახს სურს ოპერაცია რაც შეიძლება მალე ჩაუტარდეს ტერფებზე, რადგან პაციენტს ტკივილები აწუხებს. ტკივილს კი ნემსები იწვევს:’’ჩვენ შეგვეშინდა, როცა ფოტოები ვნახეთ. არ ვიცით, საიდან მოხვდა ნემსები სხეულში. მე მას რამდენჯერმე დავუსვი ეს კითხვა, მაგრამ ვერაფერს იხსენებს.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები