1 5 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სტამბოლი, იზმირი და ანკარა აქციებმა მოიცვა

თურქეთის ქალაქებში ასობით ადამიანი რეფერენდუმის შედეგების გასაპროტესტებლად გამოვიდა. სტამბოლი, იზმირი და ანკარა აქციებმა მოიცვა. სამართალდამცველებმა აქციის 14 მონაწილე დააკავეს. სხვადასხვა ქალაქებში ღამით მიმდინარე აქციების ამსახველი კადრები ძირითადად ინტერნეტით ვრცელდება.

არეულობის საფრთხის თავიდან ასაცილებლად რეჯებ ტაიპ ერდოღანმა საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გაახანგრძლივა. რეფერენდუმის შემდეგ პრეზიდენტმა ასევე პასუხი გასცა საერთაშორისო დამკვირვებლების კრიტიკას. ანკარაში სიტყვით გამოსვლისას მან მონიტორბეს ურჩია, იცოდნენ საკუთარი ადგილი და რომ თურქეთი არ უსმენს და არ აღიარებს მათ დასკვნას.

თურქეთის ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტმა უკვე მიიღო მილოცვა დონალდ ტრამპისგან რეფერენდუმის შედეგებზე. თუმცა, ოფიციალური თეთრი სახლი საერთაშორისო კომისიის შედეგებამდე რეფერენდუმის თაობაზე კომენტარისგან თავს იკავებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები