1 5 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მუსლიმი ქალების სოლიდარობა ლონდონის ტერორისტული აქტის შემდეგ დაზარალებულებს

  მუსლიმი ქალები შეუერთდნენ იმ სოლიდარობის აქციას, რომელიც ეხმაურებოდა გასული კვირის ლონდონის საშინელ ტერაქტს.

ქალების უმრავლესობას ლურჯი ფერის სამოსი ეცვა, რომელიც მშვიდობის სიმბოლოა.ისინი ხალხს შეუერთდნენ და მათთან ერთად ხუთწუთიანი დუმილით მიაგეს პატივი დაღუპულებს.

ლონდონის ტერორისტული აქტის დროს, სამი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. მეოთხე მსხვერპლი კი მოგვიანებით გარდაიცვალა.

თავდამსხმელმა ხალიდ მასუდმა მანქანა ფეხით მოსიარულეებს ხიდზე დააჯახა . შეჯახებამდე პოლიციის ოფიცერი მორიგეობდა პარლამენტის ტერიტორიაზე. პოლიციამ მასუდს ესროლა.

ამ ტრაგიკული ფაქტის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც მუსლიმი ქალი ტრაგედიის ადგილასაა მისული. მან ხიდი გადაკვეთა იმ მარშის დროს, რომელიც ამ ტრაგიკულ მოვლენას მიეძღვნა.ფოტოს გამოჩენის შემდეგ, ბევრმა გააკრიტიკა ქალის ინდიფერენტულობა. კრიტიკის შემდეგ უცნობმა ქალმა განაცხადა, რომ შოკირებული იყო ამ ტრაგედიით  და ფოტო  არასწორად იქნა აღქმული. ხალხის რეაქციას კი ის აფასებს, როგორც  მისდამი გამოვლენილ სიძულვილს და ქსენოფობიას.

"ჩემი ფიქრები იმ მომენტში იყო მწუხარებით და შიშით მოცული"- სწორედ ასე განაცხადა უცნობმა ქალმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები