1 5 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მკერდის იმპლანტები კიბოს იწვევს

  უკვე დაადგინეს, რომ მკერდის იმპლანტებს შეუძლიათ გამოიწვიონ იშვიათი და რთული ფორმის კიბო. როგორც მარეგულირებლები ამბობენ, აშკარადაა კავშირი მკერდში იმპლანტის ჩადგმასა და დიდი ზომის ანაპლასტურ ლიმფომას შორის. მარტივად რომ ვთქვათ, ლიმფომას იმპლანტი იწვევს.

   ამის გამოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფედერალურ აგენტებს 359 ქალმა განუცხადა, რომ იმპლანტის ჩადგმის შემდეგ, ლიმფომა ანუ სისხლის კიბო გამოუვლინდათ. 2017 წლია 1-ლი თებერვლისთვის, 9 ქალი უკვე დაიღუპა ამ დაავადებით.

   გასულ წელს ფრანგებმა დაიწყეს ლიმფომის გამომწვევი მიზეზების კვლევა და მისი კავშირის დადგენა იმპლანტთან. ამის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლებმა გაანალიზეს საფრანგეთისა და ამერიკის კვლევები და დაადასტურეს, რომ იმპლანტი ნამდვილად  იწვევს ლიმფომას.

   მკერდში იმპლანტის ჩადება არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად პოპულარული პროცედურა პლასტიკურ ქირურგიაში. წელიწადში 300 000 ასეთი ოპერაცია კეთდება, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია.

                                                                                     ავტორი: მაგდა ბატიაშვილი 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები